გაიცანით – „მხოლოდ ქართულის“ სამი „ოქროს ღილაკის“ მფლობელი

გაიცანით – „მხოლოდ ქართულის“ სამი „ოქროს ღილაკის“ მფლობელი

„მხოლოდ ქართულის“ მეორე სეზონის ათეული შერჩეულია. მათ შორის სამმა „ოქროს ღილაკი“ დაიმსახურა. მათ შორის პირველი გახლდათ გიო ხუციშვილის უფროსი ვაჟი, ნოდარიკო ხუციშვილი, რომელმაც „ოქროს ღილაკი“ გიორგი უშიკიშვილისგან დაიმსახურა. მან თავისი გადაწყვეტილება ასე ახსნა – „რაც მთავარია, სხვანაირად იმღერა“.

მეორე, ვინც „ოქროს ღილაკი“ დაიმსახურა, ნუცა თოფურია გახლდათ, „ანა-ბანელი“, რომელიც პირდაპირ ათეულში მარინა ბერიძის წყალობით გადავიდა. „მგონია, რომ ასე ეს სიმღერა არავის უმღერია“, აღნიშნა სოფო ნიჟარაძემ.

სოფო ნიჟარაძის რჩეული კი გიორგი კელაპტრიშვილი გახდა, რომელმაც „ტრიალებს“ ემოციურად და საინტერესოდ შეასრულა.

სიახლეები/

|

November 27, 2018 / 1:55 pm

TOP სიახლეები

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

„მხოლოდ ქართულის“ მონაწილის, გიორგი ცხადაძის„ავადა ვარ, ავადა“ (ვიდეო)

„მხოლოდ ქართულის“ მონაწილემ, გიორგი ცხადაძემ, ექსკლუზიურად პროექტისთვის „ავადა ვარ, ავადა“-ს ახალი ვერსია შემოგვთავაზა. გიორგი სიმღერას ახალი ინტერპრეტაციით ასრულებს, რომელიც ბენდთან ერთად სპეციალურად „მხოლოდ ქართულისთვის“ მოამზადა. კომენტარებში ცნობილი კომპოზიციის ახალ ვარიანტს აღფრთოვანებით შეხვდნენ. თქვენ რას ფიქრობთ? (ვიდეო)

„მხოლოდ ქართულის“ კასტინგის მონაწილეების შესრულება – „საქართველო, ლამაზო“

„მხოლოდ ქართული“ მთელი საქართველოს მასშტაბით კასტინგებს მართავს. მესამე სეზონში მონაწილეობისთვის ტელეკომპანიას უამრავმა შემსრულებელმა მიაშურა. პოპულარულ პროექტში მონაწილეობა ყველა ასაკის ადამიანისთვის არის საინტერესო, ვინც ქართულ სიმღერას ასრულებს. ახლახან „მხოლოდ ქართულის“ გვერდზე გავრცელდა ვიდეო, სადაც ორი ახალგაზრდა ასრულებს სიმღერას „საქართველო, ლამაზო“. ვიდეოს სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. (ვიდეო)

ნოდარიკო ხუციშვილის ახალი კლიპი გამოვიდა (ვიდეო)

ნოდარიკო ხუციშვილისა და შოთა საგანელიძის ახალი სიმღერა უკვე „იუთუბზე“ ვიდეოს სახით არის ხელმისაწვდომი. „შენს ქუჩაზე“, ასე ჰქვია მელოდიურ სიმღერას. მონაწილეების ჩამონათვალი კი ასეთია; მუსიკა და ტექსტი – შოთა საგანელიძე გიორგი გორგიაშვილი – დრამი დათო კაკულია – კლავიში ირაკლი მენაღარიშვილი – პერკუსია სიმონ ბითაძე – ბასი (ვიდეო)

„მხოლოდ ქართულის“ მორიგი შესარჩევი ტური ოზურგეთში 31 მაისს გაიმართება

„მხოლოდ ქართულის“ გუნდი მთელ საქართველოში მოგზაურობს. შესარჩევუ ტურები მესამე სეზონისთვის საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ტარდება. ამჯერად „მხოლოდ ქართული“ ოზურგეთს ესტუმრება, სადაც მორიგ შესარჩევ ტურს გამართავს. მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ მივიდნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში 31 მაისს, 12:00 საათზე. მის: 26 მაისის  ქუჩა N 9. „მხოლოდ ქართული“ წარმატებული მუსიკალური პროექტია, რომელიც „რუსთავი 2“-ის ეთერში გადის. შოუში მხოლოდ ქართული […]

„მხოლოდ ქართულის“ მორიგი შესარჩევი ტური 29 მაისს თელავში გაიმართება

„მხოლოდ ქართულის“ მესამე სეზონისთვის „რუსთავი 2“-ი ფართომასშტაბიან შესარჩევ ტურებს ატარებს. 26 მაისს მომღერლების შერჩევა პროექტისთვის თბილისიდან დაიწყო. პოპულარულ კონკურსში მონაწილეობის მსურველები „რუსთავი 2“-ის შენობაში გადიოდნენ კასტინგის პირველ ეტაპს. 29 მაისს, 12:00 საათზე, „რუსთავი 2“-ის გუნდი თელავში გადაინაცვლებს, სადაც შესარჩევ ტურს ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელში გამართავს (მის: ჭავჭავაძის მოედანი N 5). „მხოლოდ ქართული“-ს პირველი სეზონის […]

რეკლამა