გაიცანით – „მხოლოდ ქართულის“ სამი „ოქროს ღილაკის“ მფლობელი

0
1930

„მხოლოდ ქართულის“ მეორე სეზონის ათეული შერჩეულია. მათ შორის სამმა „ოქროს ღილაკი“ დაიმსახურა. მათ შორის პირველი გახლდათ გიო ხუციშვილის უფროსი ვაჟი, ნოდარიკო ხუციშვილი, რომელმაც „ოქროს ღილაკი“ გიორგი უშიკიშვილისგან დაიმსახურა. მან თავისი გადაწყვეტილება ასე ახსნა – „რაც მთავარია, სხვანაირად იმღერა“.

მეორე, ვინც „ოქროს ღილაკი“ დაიმსახურა, ნუცა თოფურია გახლდათ, „ანა-ბანელი“, რომელიც პირდაპირ ათეულში მარინა ბერიძის წყალობით გადავიდა. „მგონია, რომ ასე ეს სიმღერა არავის უმღერია“, აღნიშნა სოფო ნიჟარაძემ.

სოფო ნიჟარაძის რჩეული კი გიორგი კელაპტრიშვილი გახდა, რომელმაც „ტრიალებს“ ემოციურად და საინტერესოდ შეასრულა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here