რა პასუხი გასცა დოჩი ალიშბაიამ ეკა ყუშიტაშვილს და როგორი მამაკაცები მოსწონს ნანუკა გულუას?

რა პასუხი გასცა დოჩი ალიშბაიამ ეკა ყუშიტაშვილს და როგორი მამაკაცები მოსწონს ნანუკა გულუას?

ნანუკა გულუა ქართველმა მაყურებელმა, დოჩი ალიშბაიას სახელით გაიცნო. მისი პერსონაჟი მალევე გახდა პოპულარული და აღიარებაც იოლად მოიპოვა. ქალაქ ზუგდიდში დაიბადა. რაც თავი ახსოვს, სულ სამსახიობო ფაკულტეტეზე უნდოდა ჩაბარება, თუმცა ისეთ წლებში იწყებდა სტუნდენტობას, როცა ქვეყანას ომი ახალი გამოვლილი ჰქონდა და ამიტომ გადაწყვიტა ჟურნალისტის პროფესიას დაუფლებოდა. თბილისში საცხოვრებლად გადმოვიდა, თუმცა პროფესიით ძალიან ცოტა ხანს იმუშავა. ახლა ერთ-ერთი კომპანიის ადამიანური რესურსების მენეჯერი გახლავთ. ამასთან ახლა უკვე მსახიობის ამპლუაშიც გვევლინება. ხუმრობით ამბობს, რომ დოჩი ქეთი დევდარიანის შვილია.

ერთმანეთი საერთო მეგობრის დაბადების დღეზე გაიცნეს, სადაც პაროდიებით გამოირჩეოდა. ეს ყველაფერი სერიალის სცენარისტს არ გამოჰპარვია და მისგან როლზე შეთავაზებაც მიიღო. დოჩის პერსონაჟის შექმნის ისტორიაზე, ნანუკა გულუამ Music Box-ის ჟურნალისტთან ისაუბრა. როლში შესვლისთვის, მხოლოდ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, თმის გაშლა და მეგრული ტემპერამენტი სჭირდება.

გადაღების ადგილი: რესტორანი “დადიანი”

ჟურნალისტი: ხატია ბიბილურიძე

March 24, 2017 / 9:46 pm

TOP გადაცემები

კავკასიის მუსიკალური დაჯილდოება “ფენიქსი”

კავკასიის მუსიკალური დაჯილდოება "ფენიქსი"

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

ჩემი ცოლის დაქალების მთავარი გმირები ჩვენი კამერების პირისპირ

მე-14 სეზონის ფინალურმა სერიამ სერიალის მაყურებელთა უმეტესობა აღაშფოთა და ზოგიერთს რეალობა და სერიალი ერთმანეთშიც კი აერია. ამ ყველაფერზე კი თავად მსახიობები ამბობენ, რომ კარგია, რადგან მათ სწორად გადმოსცეს ის ემოცია რაც საჭირო იყო.

მსახიობი კახა მიქიაშვილი ტელესერიალში ვასოს როლში გამოჩნდა

მსახიობი კახა მიქიაშვილი ტელესერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ ვასოს როლში გამოჩნდა, რომელიც ზაზას მეგობარ ანას აწუხებს. ზაზასა და ვახოს შეკამათება მოუვიდათ, რა დროსაც ვახომ არ დაიხია უკან და ზაზამ საპასუხოდ აგური მიიღო.

ანა ჯავახიშვილი სერიალ “ჩემი ცოლის დაქალებში” ახალგამოჩენილ პერსონაჟის ტიპაჟს კარგად მოერგო

ქრისტინე ქალთევზაშვილის როლის შემსრულებელი რეალურ ცხოვრებაში თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტი, 20 წლის ანა ჯავახიშვილია. მან ჩვენი კამერების წინ მის როლსა და რეალურ ცხოვრებაზე ისაუბრა.

„ჩიკას დაქალები“ Music Box-ის ობიექტივში და ჭამენ თუ არა გოგონები შაურმას

ნინო ნოდიას, იმავე ზუზუს, თამუნა ქორქიას და ქეთი წიქვაძეს, ანუ „ჩემი ცოლის დაქალებში“ „ჩიკებს“, როგორც მათ ეძახიან, ჩვენი გადამღები ჯგუფი სერიალის კულუარებზე ესაუბრა. ჩიკას როლის შემსრულებელი, ანი ჩირაძე პრესას თავს არიდებს, ასე რომ გოგონები მის გარეშე ჩავწერეთ.

დაბრუნდება თუ არა ჩემი ცოლის დაქალებში ბახუტა და რატომ გადაწყვიტა ბახვა ბერგვაძემ გინეკოლოგობა?

"ფორმულა კრეატივმა“ ქართულ ბაზარზე მოღვაწეობა, რამდენიმე წლის წინ დაიწყო და მის სახელს არაერთი წარმატებული პროექტი უკავშირდება. როდესაც ჩვენს ტელე ეკრანებზე მათი სერიალი "ჩემი ცოლის დაქალები“ გამოჩნდა, მაყურებლის გულის მოგება იოლად შეძლო. სულ ცოტა ხნის წინ შემდეგი სერიალი "ხელოვნური სუნთქვა“ შემოგვთავაზეს. თუმცა სეზონი საკმაოდ დამაინტრიგებლად დასრულდა და ბევრი კითხვა დატოვა იმის შესახებ, გაგრძელდებოდა თუ არა სერიალი. მიუხედავად იმისა, რომ გაჩნდა სპონსორის დაფინასების იმედი უნდა ითქვას, კვლავ სერილის ყოფნა არ ყოფნის საკითხი დგას.

რეკლამა