რომა რცხილაძის და პანტომიმის თეატრის ერთობლივი პროექტი – თბილისში მიმების დღე აღნიშნეს

0
1668

ხელოვნება, სადაც მსახიობი მთავარ სათქმელს, მხოლოდ მოძრაობების საშუალებით მოგვითხრობს. პანტომიმა თეატრის განვითარების საწყისადაა მიჩნეული. ეს დარგი საუკუნეების მანძილზე ვითარდებოდა და გარკვეულ კვალს ტოვებდა მსოფლიო თეატრალური კულტურის მოღვაწეობაში. ამ კუთხით არც საქართველოა გამონაკლისი, რადგან ქართული თეატრის განვითარებაში მრავალწლიანი ისტორია, სწორედ პანტომიმის ხელოვნებას აქვს. 1961 წელს საქართველოს სახელმწიფო თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში, შეიქმნა პანტომიმის ჯგუფი ამირან შალიკაშვილის ხელმძღვანელობით და ამ დღიდან, თეატრის სცენაზე არაერთი წარმოდგენა დადგმულა. ამჯერად კი პანტომიმის მსახიობები, მორიგი პრემიერისთვის ემზადებიან. “ნატვრის ხე“ – ასე ჰქვია წარმოდგენას, რომელსაც პანტომიმის თეატრი, ივენთ ჰოლში რომა რცხილაძესთან ერთად წარუდგენს მაყურებელს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here