ანუკი არეშიძის თბილისი და გიორგი შაღაშვილის კეთილი რუსეთი

ანუკი არეშიძის თბილისი და გიორგი შაღაშვილის კეთილი რუსეთი

26 კოსტიუმით, ლაღიძის წყლებისა და ფენოვანი ხაჭაპურების გამასპინძლებით ძველი თბილისის ატმოსფერო შექმნა დიზაიენრმა ანუკი არეშიძემ. მერსედეს ბენც მოდის კვირეულის ფარგლებში დიზაინერმა ამჯერადაც ტრადიციულად ფერადი კოლექცია წარმოადგინა. ანუკი არეშიძის გაზაფხული-ზაფხული 2019-ის ქალი განსაკუთრებით ბრჭყვიალა და ნათელია. მისი კოლექცია მთლიანად თბილისს მიეძღვნა, მოდელებს კი სამოსის ჩვენება იმ უკვდავი მუსიკალური ნაწარმოების ფონზე მოუწიათ, რომელიც კინოფილმიდან „ყვავილი თოვლზე“ ყველას კარგად ახსოვს. მიხვდებოდით ალბათ, რომ რევაზ ლაღიძის მუსიკამ, „ინათებს მალე“ კოლექციის კონცეფცია კიდევ უფრო გამჭირვალე და გასაგები გახადა. თბილისით არა, მაგრამ რუსეთით შთაგონებულმა გიორგი შაღაშვილმა გაზაფხული-ზაფხულის 2019 წლის ქალი მატრიოშკას როლში წარმოიდგინა და კოლექცია პერფორმანსის სახით წარმოადგინა. სწორედ ე.წ რუსული მატრიოშკას როლში მოსიარულე მოდელებმა გიორგი შაღაშვილის მიერ შექმნილი 43 კოსტიუმი დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს. ტრადიციულად დომინანტ შავ ფერთან ერთად კოლექციაში გამოყენებული იყო მწვანე ფერიც. როგორც დიზაინერმა აღნიშნა, თავისი კოლექციით მას კეთილი რუსეთის წარმოჩენა სურდა.

November 5, 2018 / 9:54 pm

TOP გადაცემები

უცხოელი დიზაინერის, ნურ შამას კოლექცია იმიჯ ცენტრის მოდელმა მოირგო

უცხოელი დიზაინერის, ნურ შამას კოლექცია იმიჯ ცენტრის მოდელმა მოირგო

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

სამოდელო სააგენტო “best models”-მა ექვსი წლის იუბილე აღნიშნა

სამოდელო სააგენტო „best models“-ი კი უკვე წლებია ამ საქმეს ემსახურება და საზოგადოებას მის მიერ აღზრდილი წარმატებული მოდელებიც ახსოვს.

განსხვავებული სტილი და ხედვა. დები შანავების სიახლეები ქართველ მომხმარებლებს

ნატალია სხვადასხვა ქვეყნებში ეცნობოდა წარმატებული ბრენდების განვითარების გზას, ასევე განათლება მიიღო მილანში მოდის და ხელოვნების ინსტიტუტ მარანგონში, პარალელურად მაია მოდის ინდუსტრიაში საქმიანობდა

Fashion Time – მამაკაცის ხაზი ავთანდილისგან და ლელა წურწუმიას დისშვილის დებიუტი პოდიუმზე

მამაკაცის ხაზი ავთანდილისგან და ლელა წურწუმიას დისშვილის დებიუტი პოდიუმზე.

მერსედეს ბენც მოდის კვირეული ბესარიონის ჩვენებით დაიხურა

პროექტის ორგანიზატორებმა მოდის კვირეულის დახურვა რუსეთში მოღვაწე ქართველ დიზაინერს, ბესარიონს მიანდეს, რომელმაც მის თაყვანისმცემლებს იმედები არ გაუცრუა და როგორც ყოველთვის ახლაც აქტუალური და ტრენდული ქალი შესთავაზა.

ქეთი ჩხიკვაძის ფერადმა კოლექციამ თბილისის მოდის კვირეული დახურა

4 დღიანი მოდური დღეები კი ქეთი ჩხიკვაძის 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ჩვენებით დაიხურა. ამჯერად დასკვნით ღონისძიებას თანამედროვე მუზეუმმა უმასპინძლა. დიზაინერმა კი, წარმოდგენილი კოლექცია ბუნების დაცვის პოპულარიზაციას მიუძღვნა და ქსოვილების ფერებიც, ბუნებისა და ეკოლოგიის მიხედვით შეარჩია.

რეკლამა