8.8 C
Tbilisi
Tuesday, November 15, 2022

გიორგი გილიგაშვილისა და სალომე ჭაჭუას ეროტიკული ვენური ვალსი (ვიდეო)

„ცეკვავენ ვარსკვლავები“ ორკვირიანი პაუზის შემდეგ განახლდა და როგორც იქნა, მონაწილეებმა ჟიურის საქებარი სიტყვები დაიმსახურეს. როგოც გოჩა ჩერტკოევმა თქვა, ბევრი წყვილი წინა ეპიზოდზე ბევრად უკეთ გამოიყურებოდა საცეკვაო პარკეტზე და უკეთესად გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას.

გუშინდელი საღამოს თემა თავისუფალი იყო, შესაბამისად, წყვილებმა თავად შეარჩიეს სასურველი ცეკვები.

ტურის ლიდერები გახდნენ გიორგი გილიგაშვილი და სალომე ჭაჭუა, რომლებმაც ვენური ვალსი კი შეასრულეს, მაგრამ აშკარა ეროტიკული ელემენტებით. ამ მიმზიდველ ცეკვას მაყურებელიც და ჟიურის წევრებიც დიდხანს უკრავდნენ ტაშს. წყვილმა არაერთი კომპლიმენტი და ყველაზე მაღალი ქულები დაიმსახურა.

(ვიდეო)

Latest Posts

ბოლო სიახლეები