ისტორიული მნიშვნელობის საღამო ფრანკფურტში იმართება, სცენაზე 200-მდე საუკეთესო ქართველი მუსიკოსი იდგება!
13 ოქტომბერს შეუდარებელი ლიზა ბათიაშვილი ფრანკფურტის ალტე ოპერის დიდ სცენაზე პირველად შეასრულებს გია ყანჩელის შედევრს STYX-ს, თანაც მასთან ერთად კონცერტში მონაწილეობს სრული შემადგენლობით: ეროვნული სიმფონიური ორკესტრი! გორის ქალთა კამერული გუნდი! (ხელმძღვანელი – თეონა ცირამუა) სამების ტაძრის საპატრიარქო გუნდი ( ხელმძღვანელი – სვიმონ ჯანგულაშვილი)
ჰამბურგის Elbphilharmonie-ში 2 აპრილს გამართული წარმატებული პრემიერის შემდეგ, ამჯერად, ალტე ოპერა უმასპინძლებს ნიკოლოზ რაჭველის „ვერცხლისფერ მზეს“.
შესრულდება ბიძინა კვერნაძის შედევრი ცეკვა-ფანტაზია, ალექსი მაჭავარიანის – სიუიტა ბალეტიდან „ოტელო“, ზვიად ბოლქვაძის – „ათოვლილი სავანე“ და „ზმანება“ იოსებ კეჭაყმაძის – „მამაო ჩვენო“ და „ლაშარის გზაზე“.
August 27, 2018 / 3:40 pm
მომღერალი ია ტომაში ჟურნალ „თბილისელებთან“ პასუხობს კითხვებს, რომლებიც თიკა ჯამბურიას „ფარულ კონვერტში“ მისდამი გაჟღერებულ ბრალდებებთან დაკავშირებით აქვს. როგორც თიკამ აღნიშნა, იასთან მეგობრობდა და მან მის შეყავრებულთან გააბა რომანი, რაზეც თიკას ძალიან ცუდი რეაქცია ჰქონდა. ია ამბობს, რომ თავი არც ისეთი ცნობილი ეგონა და ეს ამბავი საკუთარი თავის პიარად მიიჩნია: „საერთოდ, ვინ არის ეს გოგოო, კითხულობდნენ […]
მომღერალ მაია ყარყარაშვილისა და პროდიუსერ მამუკა სააკაშვილის ქალიშვილი, სოფო, თურქული „ვოისის“ მონაწილე გახდა. ის ტიგით მეორე კონკურსანტია საქართველოდან. პირველად თურქეთში პოპულარულ კონკურსში მონაწილეობა ნუცა ბუზალაძემ მიიღო და ჟიურის წევრების დიდი სიმპათია დაიმსახურა. სოფომ ბრმა კასტინგზე შეასრულა ჯესი ჯეის სიმღერა სახელწოდებით Bang Bang. პირველივე ნოტის აღებაზე მას ერთ-ერთი მწვრთნელი შემოუტრიალდა, შემდეგ კიდევ ორი. სიმღერის ბოლოსკენ კი, […]
ცნობილი ინგლისელი მომღერალი, მსახიობი და კომპოზიტორი, პალომა ფეითი (Paloma Faith) გიორგი ქებურიას სამოსში გამოჩნდა. შეგახსენებთ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქებურიას მიერ შექმნილ სამოსს ან აქსესუარს, კონკრეტულად კი, სათვალეს, რომელიმე ცნობილი მსოფლიო ვარსკვლავი ირგებს. სხვადასხვა გადაღებასა თუ წვეულებაზე ქართველი დიზაინერის ნამუშევრებით საზოგადოების წინაშე წარდგენენ რიანა, ლედი გაგა, კორტნი კარდაშიანი და სხვები. გიორგი საკუთარ […]
ქართველი მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი ალბომზე მუშაობს. მან ახალხან ქეთი მელუასთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა და დაწერა:„ დროა, გავამჟღავნოთ ზოგიერთი საიდუმლო… ეს მშვენიერი და ნიჭიერი მუსიკოსი ჩემი ახალი ალბომის სტუმარი იქნება. დიდი მადლობა ჩემს სუპერგმირს, ნიკოლოზ რაჭველს არაჩვეულებრივი მუსიკის შექმნისთვის. დამატებით ინფორმაციას მალე მოგაწვდით…“
ნიკოლოზ რაჭველი 15 მაისს 40 წლის გახდა. მისმა მეგობრებმა, ნატო მეტონიძემ, ნინო ქათამაძემ, ეკა მამალაძემ, ანსამბლმა „შვიდკაცამ“, აჩიკო ნიჟარაძემ ეს დღე პირდაპირ სცენაზე მიულოცეს. რასაკვირველია, მაესტრო თავად უწევდა მომღერლებს აკომპანემენტს. სცენაზე დიდი მხიარულება სუფევდა. ბახვა ბრეგვაძემ კი ნიკოლოზ რაჭველს ტორტი მიართვა. (ვიდეო)
ნიკოლოზ რაჭველი დღეს იუბილარია. 15 მაისს მას 40 წელი შეუსრულდა. მაესტრომ გამოაქვეყნა პოსტი, სადაც თავისი განვლილი ცხოვრების შესახებ ემოციურად საუბრობს. გთავაზობთ მის პოსტს: „ჩემი ცხოვრების 39 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გადამხდა თავს, სიხარულიც და ტკივილიც, ბედნიერებაც და სევდაც, წარმატებაც და შეცდომებიც… მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცი: ყველა, სულ ყველა, ვისაც ვიცნობ და ვისაც არ […]
„იმედის დილამ“ რამდენიმე საინტერესო რესპონდენტი შეკრიბა და ისინი ბათუმში დაპატიჟა ერთი დღის გასატარებლად. რესპონდენტებს შორის იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც არ უყვართ ხშირად მედიის წინ გამოჩენა და ინტერვიუების მიცემა, მათ შორის ლიზა ბაგრატიონი, გიორგი ცაგარელი, კორძი და სხვები. დიდი ხნის მეგობრებმა და კოლეგებმა, ლიზა ბაგრატიონმა და ნიკოლოზ რაჭველმა დუეტი შეასრულეს, რომელმაც სოციალურ ქსელებში დიდი რეზონანსი გამოიწვია. […]
ნიკოლოზ რაჭველი ფილარმონიის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს კიდევ ერთხელ ეხმაურება, ამჯერად „ფეისბუქ“-სტატუსით. საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ითხოვს, რომ თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზი მათ გადაეცეთ. ნიკოლოზ რაჭველმა ვრცელ პოსტში კიდევ ერთხელ ისაუბრა ამ საკითხის ირგვლივ და აღნიშნა, რომ ასჯერ მეტად მოტივირებულია და მზად არის, საკუთარ თავსა და შესაძლებლობებს გადააბიჯოს: „დღეს, როცა მე და ჩემი კოლეგები უძვირფასესი ბაბის […]