ისტორიული მნიშვნელობის საღამო ფრანკფურტში იმართება, სცენაზე 200-მდე საუკეთესო ქართველი მუსიკოსი იდგება!
13 ოქტომბერს შეუდარებელი ლიზა ბათიაშვილი ფრანკფურტის ალტე ოპერის დიდ სცენაზე პირველად შეასრულებს გია ყანჩელის შედევრს STYX-ს, თანაც მასთან ერთად კონცერტში მონაწილეობს სრული შემადგენლობით: ეროვნული სიმფონიური ორკესტრი! გორის ქალთა კამერული გუნდი! (ხელმძღვანელი – თეონა ცირამუა) სამების ტაძრის საპატრიარქო გუნდი ( ხელმძღვანელი – სვიმონ ჯანგულაშვილი)
ჰამბურგის Elbphilharmonie-ში 2 აპრილს გამართული წარმატებული პრემიერის შემდეგ, ამჯერად, ალტე ოპერა უმასპინძლებს ნიკოლოზ რაჭველის „ვერცხლისფერ მზეს“.
შესრულდება ბიძინა კვერნაძის შედევრი ცეკვა-ფანტაზია, ალექსი მაჭავარიანის – სიუიტა ბალეტიდან „ოტელო“, ზვიად ბოლქვაძის – „ათოვლილი სავანე“ და „ზმანება“ იოსებ კეჭაყმაძის – „მამაო ჩვენო“ და „ლაშარის გზაზე“.