ბუბა კიკაბიძე საკუთარ გარდაცვალებაზე კომენტარს აკეთებს

0
922

ცნობილი ქართველი მომღერალი და მსახიობი, ბუბა კიკაბიძე იმ ჭორს ეხმაურება, რომელიც გუშინ საღამოს აქტიურად ვრცელდებოდა სოციალურ ქსელებში და სხვადასხვა საიტზე. იუწყებოდნენ, რომ ბუბა კიკაბიძე გარდაიცვალა.

მალევე გავრცელებული ხმა უარყო ყველა მისმა მეგობარმა და კოლეგამ. მომღერლები გამორჩეულად აქტიურობდნენ, ბუბასთან ერთად ფოტოებს დებდნენ და აღნიშნავდნენ, რომ ის ცოცხალია.

ახლახან თავად ბუბა კიკაბიძემ გამოაქვეყნა მარკ ტვენის ცნობილი ფრაზა და დაწერა: „როგორც დიდმა მარკ ტვენმა თქვა, „ხმები ჩემი გარდაცვალების შესახებ ძალიან გადაჭარბებულია…“

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here