Art-გენი თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში 8-15 ივლისს გაიმართება

Art-გენი თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში 8-15 ივლისს გაიმართება

Art-გენი 2018-ის თბილისის ტური თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში 8-15 ივლისს გაიმართება. წელს ფესტივალი მაყურებელს საინტერესო სიახლეებს სთავაზობს, მათ შორის იქნება ჰიპ-ჰოპის დღე. ერთი კვირა დღის განმავლობაში ეთნოგრაფიულ მუზეუმში წარმოდგენილი იქნება ქართული ტრადიციული რეწვის გამოფენები. ტრადიციულად მოეწყობა  ჰამაკების და პუფების ზონა,  ასევე წარმოდგენილი იქნება ქართული სამზარეულო და სხვადასხვა ტიპის კრეატიული სივრცეები.

Art-გენი2018 თბილისის პროგრამა:

8 ივლისი – ნინო ქათამაძე _ „ინსაითი“

ფოლკლორი: შიდა ქართლი, გურია – ანსამბლი „იადონი“ (ოზურგეთი)

9 ივლისი – “Asea Sool”

ფოლკლორი: სამცხე-ჯავახეთი – ანსამბლი „მესხეთი“(ახალციხე) სამეგრელო

10 ივლისი – ჰიპ-ჰოპის დღე

ფოლკლორი: იმერეთი, აფხაზეთის დღე

11 ივლისი – რობი კუხიანიძე _ „აუთსაიდერი“

ფოლკლორი: სვანეთი – ანსამბლი „მიჟე ნარი“ (ლენტეხი. ჩოლური)

ქვემო ქართლი

12 ივლისი – ჯგუფი „ფრანი“

ფოლკლორი: კახეთი – ანსამბლი „პატარა კახი“ (თელავი)

პანკისის ხეობა – ანსამბლი „პანკისი“; თუშეთი

13 ივლისი – სუხიშვილები

ფოლკლორი: რაჭა – ანსამბლი „ძირიანი“

ლეჩხუმი

14 ივლისი – ჯგუფი ,,რეგიონი”

ფოლკლორი: აჭარა – ანსამბლი „ელესა“ (ქედა)

15 ივლისი – ნიაზ დიასამიძე _33ა

ფოლკლორი: მცხეთა-მთიანეთი, ლელა თათარაიძე

თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი

წლების განმავლობაში  ფესტივალმა Art-გენმა არაერთი ახალი ანსამბლის, ჯგუფის და მუსიკოსის ჩამოყალიბებას და განვითარებას შეუწყო ხელი. ცოცხალი და საავტორო მუსიკის პოპულარიზაციის ფარგლებში მისი დამსახურებით, არაერთი ნიჭიერი მუსიკოსი და ბენდი გაიცნო ფართო აუდიტორიამ. ბევრი ჯგუფისთვის და მომღერლისთვის ერთგვარ ტრამპლინადაც კი იქცა. ფესტივალი წელსაც საინტერესო სიახლეებს და დებიუტანტებს სთავაზობს მაყურებელს.

ფესტივალი „Art-გენი“ 2004 წელს დაფუძნდა. ამ დროის განმავლობაში  “ფესტივალმა მთელი საქართველოს მასშტაბით, უნიკალური ეთნოგრაფიული მასალები მოიკვლია და დააარქივა. მათ შორის დაკარგვის პირას მყოფი, ბევრი უნიკალური მასალა. ფოლკლორის და თანამედროვე მუსიკის ერთ სივრცეში წარმოდგენით და სხვადასხვა ტიპის აქტივობებით Art-გენს ასევე მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ახალგაზრდებში ფოლკლორის პოპულარიზაციის ხელშეწყობასა და რეგიონებში ფოლკლორული ანსამბლების განვითარების საქმეში. ერთ-ერთი პირველი ფესტივალი იყო, რომელმაც რეგიონულ ანსამბლებს თავისი შემოქმედების მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმოჩენის შესაძლებლობა მისცა და განვითარებისთვის მეტი მოტივაცია შეუქმნა.

სიახლეები/

|

July 5, 2018 / 5:55 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

ქართული ბრენდის ნამუშევრების პატენტები ჩინელებმა და რუსებმა გამოუშვეს

ანი ცინცქილაძისა და ანკა ოდიშელიძის ბრენდი „ბლიკვანგერი“ ბოლო წლებია, საინტერესოდ მუშაობს და მერსედეს ბენცის თბილისის მოდის კვირეულზე ყველა სეზონზე ახალ კოლექციებს წარადგენს. ჯემპრები ერთ–ერთი მათი კოლექციიდან ჩინელებმა და რუსებმა მოიპარეს და გამოუშვეს. ამის დასადასტურებლად გოგონებმა სოციალურ ქსელში ფოტოები გამოაქვეყნეს. ვითარებაში გასარკვევად დიზაინერ ანი ცინცქილაძეს დავუკავშირდით. „ჩვენი ბრენდის ჩინური პატენტები აღმოვაჩინეთ აქ, თბილისში, რამდენიმე მაღაზიაში იყიდება, ზუსტად ჩვენნაირიც […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

Art-გენი 2018-ის თბილისის ტური 8-15 ივლისს გაიმართება

Art-გენი 2018-ის თბილისის ტური თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში 8-15 ივლისს გაიმართება. როგორც დღეს პრესკონფერენციაზე  Art-გენის ორგანიზატორებმა განაცხადეს, წელს ფესტივალი მაყურებელს საინტერესო სიახლეებს სთავაზობს, მათ შორის იქნება, ჰიპ-ჰოპის დღე. 8 ივლისს თბილისის ტურს ნინო ქათამაძე და ჯგუფი „ინსაითი“ გახსნის“.   15 ივლისს კი ფესტივალი ნიაზ დიასამიძის და 33-ას კონცერტით დაიხურება. წელს პირველად Art-გენ-ზე ჰიპ-ჰოპის დღე  გაიმართება. Art-გენის მაყურებელს […]

რეკლამა