„არასოდეს დაიძინო თავდაყირა“ – ტატო ახალკაციშვილის სოლოშოუ

„არასოდეს დაიძინო თავდაყირა“ – ტატო ახალკაციშვილის სოლოშოუ

გალერეა „ერთი“ ტატო ახალკაციშვილის სოლოშოუს „არასოდეს დაიძინო თავდაყირა“ მასპინძლობს. გამოფენა გაიმართება 2 დეკემბრიდან 15 იანვრამდე. გამოფენაზე წარმოდგენილია მულტიმედიური ინსტალაცია, რომელიც გალაქტიკის ასოციაციას ქმნის. მულტიმედიური ინსტალაციებითა და ფერწერული ნამუშევრებით, რომლებიც წარმოადგენენ ბუნდოვანი ქორიზონტის მქონე, მისტიკური და სიურრელისტური განწყობის პეიზაჟებს, ხელოვანი ცდილობს ასახოს პირადი ტრანსცენდენტული განცდები და ფსიქოლოგიური მდგომარეობები, რომლებიც  თან სდევს ეგზისტენციალურ საკითხებზე დაფიქრებას.
ინსტალაცია „ამანიტა მუსკარია“ შიშისგან გათავისუფლებული ადამიანის შესაძლებლობების დუალისტური და უტოპიური მდგომარეობაა, რა დროსაც არ არსებობს არანაირი საზღვარი, ტრაექტორია თუ გზა…
ტატო ახალკაციშვილი დაიბადა 1979 წელს. 2003 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. 2006 წლამდე არტისტი ცხოვრობდა და მუშაობდა გერმანიაში. ამ პერიოდში ტატოს ნამუშევრები აქტიურად იფინებოდა ევროპაში, ტოკიოსა და ამერიკაში. გალერეა „ერთი“-სთან თანამშრომლობით მხატვარი აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო არტბაზრობებზე ევროპაში. 2018 წელს გალერეა ტატო ახალკაციშვილის ნამუშევრებს წარადგენს ისეთ პრესტიჟულ გამოფენებზე, როგორებიცაა „არტ ჟენევა“ და „არტ დუბაი“.

სიახლეები/

|

November 28, 2017 / 5:15 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

ნიკა გვარამია: „მხოლოდ ქართულს“ – 21%, „იქს ფაქტორს“ – 13,6%“

ნიკა გვარამია წერს, რომ „მხოლოდ ქართულმა“, გუშინდელი შედეგით, „იქს ფაქტორს“, რომელიც კონკურენტ არხზე გადის, დიდი სხვაობით მოუგო. „იქს ფაქტორი“ გუშინ „იმედზე“ დაიწყო, ჯერ ჩანაწერები გადის და როგორც „რუსთავი 2“-ის დირექტორი აღნიშნავს, მხოლოდ 13%-იანი რეიტინგი დაწერა მაშინ, როცა „მხოლოდ ქართულს“ 21%-იანი რეიტინგი აქვს. ნიკა აღნიშნავს: „მოკლედ, რა იყო ჯერ კიდევ სამი თვის წინ: 🔴არ არსებობდა პროექტი […]

მარიამ ვაშაძისა და ვანო ბენიძის ზღაპრული თაფლობის თვე (ფოტოები)

„პირველი არხის“ საინფორმაციოს წამყვანი, მარიამ ვაშაძე მცირე ხნის წინ გაბედნიერდა. მისი რჩეული ვანო ბენიძეა, რომელიც ერთ-ერთ უნივერსიტეტში ასწავლის. ვანო დათა ახალაიას მეუღლის ძმა გახლავთ. ვანოსა და მარიამს ახლა თაფლობის თვე აქვს, რომელსაც ზღაპრულ ადგილას ატარებენ. წყვილი ფოტოებს აქვეყნებს მალდივებიდან, სადაც დასასვენებლად იმყოფება. მარიამისა და ვანოს ფოტოებს სოციალურ ქსელში, მათი მეგობრების მხრიდან, დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. წყვილს […]

როგორ გამოიყურება უმაკიაჟოდ შორენა ბეგაშვილი (ფოტო)

შორენა ბეგაშვილი თურქეთშია. როგოც ჩანს, ის ისევ თავის გოგონასთან ერთად არის. ევას მკურნალობა, როგორც მცირე ხნის წინ მსახიობმა აღნიშნა, ჯერ არ დასრულებულა. შორენამ სოციალურ ქსელში ახლახან გამოაქვეყნა ფოტო, სადაც უმაკიაჟოდ არის და მაინც არაჩვეულებრივად გამოიყურება. შორენას ეკითხებიან, რატომ არის ასეთი მოწყენილი, რაზეც პასუხობს, რომ მთელი ღამე არ ეძინა, თუმცა მიზეზს არ ასახელებს. (ფოტო)

Facebook

რეკლამა

რეკლამა