“არ გაქვს უფლება უარი უთხრა სექსზე ქალს…”

0
1854

გურამ შეროზია სოციალურ ქსელში ქალთა უფლებებზე წერს.

“ქალთა უფლებების დაცვა მნიშვნელოვანია, უფრო მეტიც, აუცილებელი და აქვე, ორიოდე სიტყვა ე.წ. “გაბატონებულ” კლასზე, ბიჭებზე…

– ჩვენ სტერეოტიპებს ჯერ კიდევ ბავშვობიდან გვინერგავენ, 5 წლის ასაკშიც კი შეიძლება ვინმემ დაგვჩხავლოს: “რა გატირებს, ბიჭი არ ხარ?” ჰოდა, ჩვენც გულში ვიკლავთ ემოციებს და ეს ჯანმრთელობაზეც აისახება.

– რა სიმაღლის, ან მასისაც არ უნდა ვიყოთ, ეზოში თამაშების დროს, ყველა სიმძიმე მაინც ჩვენი სათრევია

– შიში სირცხვილია, ჩვენი ემოციები არავის აინტერესებს, ბიჭი ხარ და უნდა დაიცვა! უნდა იყო უშიში ვითარცა უხორცო!

– მეზობლები პურზე თუ სიგარეტზე ისევ ბიჭებს გვაგზავნიან

– შენ საყვარელი აქტივობების აუცილებელი ჩამონათვალი გაქვს: ფეხბურთი, მანქანები, ლუდი… ვაი და არ დაეთხვიო სხვა ბიჭებს ინტრესებში

– იზრდები. ვაჟიშვილობის დაკარგვის დედლაინიც ახლოვდება, გაბედე და 17-ს მიუკაკუნე ისე, რომ “ქალებში არ იყო ნამყოფი”

– შენ უნდა არჩინო ოჯახი (მადლობა ფემინისტებს, რომ ამ იდიოტი სტერეოტიპის დანგრევას ცდილობენ) შესაბამისად განათლებული უნდა იყო, მაგრამ ბიჭი ხარ და სწავლა მაინც ტეხავს, ანუ ორ ცეცხლს შუა იწვი.

– შენ მუშტით უნდა დაიცვა შენი ღირსება, მერე რა, თუ სიტყვიერად უფრო კომფორტულია.

– შენ არ გაქვს უფლება უარი უთხრა სექსზე ქალს, წინააღმდეგ შემთხვევაში ათას რამეს მოიგონებენ.

– შენ ემოციების გამოხატვის უფლებაც არ გაქვს. აბა გაბედე და ჩაეხუტე ან ლოყაზე აკოცე ვაჟკაც ძმაკაცს, “რას აკეთებ შეჩემათი” რომ შეიცხადებს ))

– შენთვის სიდაბლე ნაკლია და ამაზეც გაბულინგებენ, გოგოსთვის პირიქით

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here