“აბა, ვინ მოდის ჩვენს კონცერტზე ბლექ სი არენაზე, საქართველოში?”

“აბა, ვინ მოდის ჩვენს კონცერტზე ბლექ სი არენაზე, საქართველოში?”

ბლექ სი არენა 13 აგვისტოს თანამედროვეობის ერთ-ერთ საუკეთესო მსახიობს, მუსიკოსს მასპინძლობს. ჯარედ ლეტო როკბენდით Thirty Seconds to Mars შეკვეთილში მდებარე არენაზე წარდგება და საკუთარი რეპერტუარიდან, რომელიც სხვადასხვა საკონცერტო სივრცეში ათასობით ადამიანს კრებს ხოლმე, ძველ და შედარებით ახალ სიმღერებს შეასრულებს.

ბენდის წევრები საქართველოს ხვალ ესტუმრებიან, მანამდე კი ჯგუფის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნდა ჯარედ ლეტოს ფოტო, წარწერა კი, რომელიც ფოტოს ამშვენებს, შემდეგნაირია: “აბა, ვინ მოდის ჩვენს კონცერტზე “ბლექ სი არენაზე”, საქართველოში?” ამ პოსტს უკვე 1200-ზე მეტი მოწონება ხვდა წილად.

სიახლეები/

|

August 12, 2019 / 1:12 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

ნუცა ბუზალაძის თამამი საზაფხულო ფოტოები

ნუცა ბუზალაძე სოციალურ ქსელში არაერთ ფოტოს აქვეყნებს, სადაც საცურაო კოსტიუმში პოზირებს. ნუცამ ვარჯიშითა და სწორი კვების წყალობით, გარკვეული პერიოდის წინ წონა მნიშვნელოვნად დააგდო და სხეულის ფორმებიც შეიცვალა. მომღერლის არაერთ ფოტოში შეგიძლიათ ნახოთ მის მიერ მიღწეული შედეგი. (ფოტოები)

ვიდეო: გადაჭედილი კლუბი ლელა წურწუმიას კონცერტზე

8 აგვისტოს, ლელა წურწუმიას და მისი ბენდის, “ნონ სტოპის” პროგრამის მოსასმენად უამრავი ადამიანი ბათუმში, კლუბში New Soho შეიკრიბა. ლელამ თავისი რეპერტუარი წარმოადგინა და გარდა ამისა, ნესტან სინჯიკაშვილმა ამავე დღეს კლიპისთვის კადრებიც აიღო. ვიდეორგოლი მზადდება “ციცინათელების” ახალი ვერსიისთვის, რომელსაც მალე მოვისმენთ. (ვიდეო)

ფოტოგალერეა: რუსკა მაყაშვილი საქართველოს სხვადასხვა კითხეში ისვენებს

მსახიობი და ტელესახე რუსკა მაყაშვილი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ისვენებს. მისი “ინსტაგრამის” გვერდზე შვილთან, ილიასთან ერთად გადაღებული ფოტო გამოჩნდა, ის ერთ-ერთ სასტუმროშია გადაღებული, რომელიც ყაზბეგში მდებარეობს. (ფოტოები)

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

“ბლექ სი არენას” ყველა ღონისძიება 2021 წლამდე გადაიდო

“ბლექ სი არენა” განცხადებას ავრცელებს. როგორც ოფიციალურ გვერდზეა ნათქვამი, კონცერტები 2021 წლისთვის გადაიდო. გთავაზობთ განცხადებას: “მეგობრებო. Covid 19-ის პანდემიით გამოწვეული მდგომარეობიდან გამომდინარე გაცნობებთ, რომ მიმდინარე წელს Black Sea Arena-ზე დაგეგმილი ღონისძიებები 2021 წლის ზაფხულამდე გადაიდო. ეს ცვლილება ეხება როგორც Nile Rodgers & CHIC-ის ღონისძიებას, ასევე One Republic-ის კონცერტს. თუ თქვენ უკვე შეიძინეთ აღნიშნული ღონისძიების ბილეთი, […]

18 ივლისს „ბლექ სი არენაზე“ Nile Rodgers & CHIC წარდგება

18 ივლისს შეკვეთილში მდებარე საკონცერტო დარბაზი „ბლექ სი არენა” ლეგენდარულ მუსიკალურ პროექტს Nile Rodgers & CHIC უმასპინძლებს. ბილეთების გაყიდვა დაიწყება, 12 თებერვალს, 20:00 საათზე საიტზე bsa.ge Nile Rodgers ამერიკელი მუსიკოსი, კომპოზიტორი, პროდიუსერი და ბენდ Chic-ის თანადამფუძნებელია, რომლის შემოქმედებითი საქმიანობაც 50 წელს ითვლის. მისი მუსიკალური კარიერის პირველი წარმატება 70-იან წლებს უკავშირდება, როდესაც ბენდთან ერთად ისეთი პოპულარული სიმღერები შექმნა, როგორებიცაა “I […]

Thirty Seconds to Mars-ის სტუმრობა საქართველოში და კონცერტი, რომელიც უამრავ თაყვანისმცემელს დაამახსოვრდა

რეჟისორი, მსახიობი და მუსიკოსი – ჯარედ ლეტო მრავალპროფილიანი არტისტია, რომელსაც შინ “ოსკარიც” უდევს და ძმასთან ერთად წლების წინ ჩამოყალიბებული როკბენდით Thirty Seconds to Mars მთელ მსოფლიოში კონცერტებით მოგზაურობს, სიამოვნებით ურთიერთობს თაყვანისმცემლებთან, მათთან ერთად ცეკვავს სცენაზე, სადაც თავად უხმობს კონცერტებისას, საინტერესო ფესტივალებში მონაწილეობს, სადაც უამრავ ადამიანთან ურთიერთობის საშუალება აქვს, მათთან ერთად მედიტირებს და მუსიკის ენაზე საუბრობს. […]

როგორ აფრიალა საქართველოს დროშა ჯარედ ლეტომ ,,ბლექ სი არენას” სცენაზე

“საქართველო – ეს არის ქვეყანა, სადაც ათი წლის წინ უნდა ჩამოვსულიყავით. შესანიშნავი ადგილია, გაქვთ ულამაზესი მენიუ, ბლექ სი არენაზე და ძალიან მაგარი საჭმელი” – ეს ჰოლივუდის ვარსკვლავის სიტყვებია, რომელიც 13 აგვისტოს, შეკვეთილში მდებარე არენაზე წარმოთქვა. აყურებლებთან სრულ ინტერაქციაში შესული მსახიობი, რეჟისორი და მუსიკოსი Thirty seconds to Mars-ის თაყვანისმცემლებს, რომელთა შორის არცთი ცოტა უცხოელი მსმენელი გახლდათ, […]

THIRTY SECONDS TO MARS-ის კონცერტზე დასწრების მსურველთათვის დამატებითი მატარებელი ინიშნება

THIRTY SECONDS TO MARS-ის კონცერტზე დასწრების მსურველთათვის, 13 აგვისტოს თბილისიდან ბათუმის მიმართულებით დამატებითი მატარებელი ინიშნება, რომელიც რეისებს ორივე მიმართულებით შეასრულებს და „Black Sea Arena“ -ს ბაქანზე გაჩერდება. მატარებელი შემდეგი განრიგით იმოძრავებს: ამასთანავე, თბილისიდან და ბათუმიდან 13 აგვისტოს მატ. № 802/807, 805/806, 852/851, 808/801, 804 თბილისი-ბათუმს და 14 აგვისტოს მატ. №811 ბათუმი-თბილისს გაჩერებები „Black Sea Arena“-ს […]

რეკლამა