“აბა, ვინ მოდის ჩვენს კონცერტზე ბლექ სი არენაზე, საქართველოში?”

0
920

ბლექ სი არენა 13 აგვისტოს თანამედროვეობის ერთ-ერთ საუკეთესო მსახიობს, მუსიკოსს მასპინძლობს. ჯარედ ლეტო როკბენდით Thirty Seconds to Mars შეკვეთილში მდებარე არენაზე წარდგება და საკუთარი რეპერტუარიდან, რომელიც სხვადასხვა საკონცერტო სივრცეში ათასობით ადამიანს კრებს ხოლმე, ძველ და შედარებით ახალ სიმღერებს შეასრულებს.

ბენდის წევრები საქართველოს ხვალ ესტუმრებიან, მანამდე კი ჯგუფის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნდა ჯარედ ლეტოს ფოტო, წარწერა კი, რომელიც ფოტოს ამშვენებს, შემდეგნაირია: “აბა, ვინ მოდის ჩვენს კონცერტზე “ბლექ სი არენაზე”, საქართველოში?” ამ პოსტს უკვე 1200-ზე მეტი მოწონება ხვდა წილად.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here