11.8 C
Tbilisi
Tuesday, November 15, 2022

THIRTY SECONDS TO MARS-ის კონცერტზე დასწრების მსურველთათვის დამატებითი მატარებელი ინიშნება

THIRTY SECONDS TO MARS-ის კონცერტზე დასწრების მსურველთათვის, 13 აგვისტოს თბილისიდან ბათუმის მიმართულებით დამატებითი მატარებელი ინიშნება, რომელიც რეისებს ორივე მიმართულებით შეასრულებს და „Black Sea Arena“ -ს ბაქანზე გაჩერდება.

მატარებელი შემდეგი განრიგით იმოძრავებს:

ამასთანავე, თბილისიდან და ბათუმიდან 13 აგვისტოს მატ. № 802/807, 805/806, 852/851, 808/801, 804 თბილისი-ბათუმს და 14 აგვისტოს მატ. №811 ბათუმი-თბილისს გაჩერებები „Black Sea Arena“-ს ბაქანზეც ექნებათ.

შეგახსენებთ, რომ 13 აგვისტოს, „ბლექ სი არენა“ მორიგ ვარსკვლავს მასპინძლობს. ჯგუფ THIRTY SECONDS TO MARS-ის დამფუძნებელი, ძმასთან, შენონთან ერთად, „ოსკაროსანი“ მსახიობი ჯარედ ლეტოა, რომელსაც საქართველოში უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს.

კონცერტზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია საიტებზე: tkt.ge, eventer.ge, biletebi.ge.

Latest Posts

ბოლო სიახლეები