25 მაისს Spacehall-ში ქართველი ჰიპ-ჰოპ არტისტები წარდგებიან

0
1545

ქართული ჰიპ-ჰოპ სცენა რამდენიმე საინტერესო არტისტმა შეავსო, რომელთაც თაყვანისმცემლების დიდი არმია ჰყავთ. მათ კომპოზიციებს „იუთუბზე“ ათიათასობით ადამიანი ნახულობს, თუმცა კონცერტები ძირითადად, ანდერგრაუნდ სივრცეებში აქვთ.

25 მაისს „Spacehall“, საკონცერტო სივრცე, რომელიც მსმენელთა კომპლიმენტებს იმსახურებს კარგი ჟღერადობისა და მუსიკალური გარემოს შექმნისთვის, სწორედ ქართველ ჰიპ-ჰოპ არტისტებს დაუთმობს სცენას პროექტის BLOK9 ფარგლებში. ეს ღონისძიება ჰიპ-ჰოპ სერიების ფარგლებში შედგება, რომელმაც რამდენიმე არტისტს უკვე უმასპინძლა. მსმენელის წინაშე დღევანდელ კონცერტზე წარდგებიან ქართველი შემსრულებლები რამდენიმე ჰიპ-ჰოპ გაერთიანებიდან, ესენია: QSELI 56,  DIGMASSIVE  და  BAZA.

„ქსელი 56“ რამდენიმე წევრისგან შედგება, მათ შორის არიან SF-X, ფულა, დუდა, ციბო. „ბაზა“, რომელიც 2012 წელს შეიქმნა, აერთიანებს თერიკას, სინკას, ჩესტერს და K’A-ს, „Digmassive“ რამდენიმე კოლექტივს მოიცავს, Samory MC & DJ/MC Grotask; Head; TM & Mush One და I.G.O.

დასაწყისი: 21:00 საათი

ბილეთები:  www.spacehall.com

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here