XIU XIU 28 მაისს „Spacehall“-ის სცენას დაიკავებს

0
1472

ამერიკელი მუსიკოსისა და მულტიინსტრუმენტალისტის, ჯეიმი სტიუარტის პროექტი XIU XIU 28 მაისს საკონცერტო დარბაზში Spacehall კონცერტს გამართავს.

XIU XIU 2001 წელს ჯეიმი სტიუარტმა დააარსა. როგორც თავად ავტორი ამბობს, მის მუსიკაზე გავლენა ყველა იმ უბედურებამ მოახდინა, რაც თავს გადახდენია. ინსპირაციიდან გამომდინარე კი სრულიად ლოგიკურია, რომ კოლექტივის შემოქმედება მძიმე და ტრაგიკული ჟღერადობისაა.

როკი, ალტერნატივა, ჰაუსი, კლასიკური მუსიკა, ფოლკი, ტექნო, ნოიზი, აზიური პერკუსიები – ეს ის მუსიკალური გავლენებია, რომლებითაც XIU XIU-ს უნიკალური პროდუქტი იქმნება. თავად ჯეიმი კი შთაგონების მთავარ წყაროდ კალიფორნიის პირატულ რადიოებს ასახელებს, საიდანაც ჰაუსს, ფრისტაილსა, თუ ტექნოს მოუსმინა.

კოლექტივის სახელი 1998 წლის ჯოან ჩენის ფილმიდან მოდის, რომელიც 70-იანი წლების ჩინურ კულტურულ რევოლუციაზე მოგვითხრობს.

„მე უარს ვამბობ ვუსმინო იმ არტისტს, ან ბენდს, რომელიც, როგორც პიროვნება, საშინელია“ – ამბობს ინტერვიუში სტიუარტი და, თუნდაც, ეს ფრაზა საკმარისია, რომ მარტივად მიხვდეთ, რა ღირებულებების მატარებელია თანამედროვეობის ერთერთი ყველაზე ცნობილი  ექსპერიმენტული პროექტის ავტორი.

XIU XIU-სთან ერთად 28 მაისს VAZHMARR-ს, ქართველ არტისტს მოისმენთ,  მუსიკოსისა და პროდიუსერის მუსიკა ემბიენთის, მელოდიური ტექნოსა და სხვადასხვა ჟღერადობის ნაზავია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here