21 აპრილს, იპოდრომზე ტექნომუსიკის ვარსკვლავები გელიან

0
1124

21 აპრილს, „KVARTALI“-ს ორგანიზებით, იპოდრომზე ტექნომუსიკის ნამდვილი ვარსკვლავების მოსმენას შეძლებთ. მსოფლიო დონის სამი არტისტი: ფრანგი ტექნოარტისტი, Rodriguez jr., „ტექნო „სტარის“ საპატიო ტიტულის მფლობელი, ირლანდიელი მუსიკოსი MATADOR, რომელსაც ქართველი მსმენელი ძალიან კარგად იცნობს და ტექნოუხუცესის, 20-წლიანი გამოცდილების მქონე, ავტორიტეტული ესპანელი არტისტი, PACO OSUNA დაიკავებენ ქართულ სცენას.

აღსანიშნავია, რომ KVARTALI-სა და Coraltravel-ის ერთობლივი ინიციატივით, დღეს საღამოს, იპოდრომზე იგეგმება ანტალიის ხუთვარსკვლავიან სასტუმროს ორკაციანი საგზურის გათამაშება.

იღბლიანი გამარჯვებული შეიძლება გახდეს ნებისმიერი ბილეთის მფლობელი.

ღონისძიებაზე 18 წლამდე ასაკის პირები ივენთზე არ დაიშვებიან, ყველა დანარჩენს კი ბილეთების შეძენა შეუძლია EVENTER.GE-ზე ან აბაშიძის N80-ში მდებარე ბარ WAKE UP-ში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here