28.8 C
Tbilisi
Friday, August 5, 2022

თანამედროვე მუსიკისა და ვიზუალური ხელოვნების ფესტივალი SOU 2017 15 მაისს გაიხსნება

თანამედროვე მუსიკისა და ვიზუალური ხელოვნების ფესტივალი SOU 2017-ის თემაა სხვა ზღვა. პროგრამა საქართველოს კულტურულ ცხოვრებაში ახალი და დაგვიანებული დინებების შემოტანას ემსახურება. SOU 2017 – სხვა ზღვა გაიხსნება 15 მაისს და დასრულდება 5 ივლისს.

ფესტივალში მონაწილე არტისტების ჩამონათვალი ასეთია:

Tetenoise, ნატალია ბერიძე და მონდრიანის ანსამბლი, რეზო ღლონტი/ლევან ცხადაძე/მალიკა მამინოვა, ნიკა მაჩაიძე, ვოკალოიდური ოპერა „დასასრული“ – კეიჩირო შიბუია/ჰაცუნე მიკუ, ფრანკ ვიგრო და ანტუან შმიტი, რობერტ ჰენკე – ლუმიერი III, ალვა ნოტო, უილიამ ბასინსკი, ანსამბლი „მოდერნი“, კრისტოფერ ტინორი, გრიშა ლიჰტენბერგერი, იაკობ კირკეგაარდი, კვარტეტი „რონდანე“, Sacred Horror In Design, ზინა პარკინსი, იან იელინეკი და მასაიოში ფუჯიტა, ქსილორის უაითი, სტივენ ო’მალი, რიო მურაკამი, ლორენს ინგლიში და სხვა.

ანსამბლი „მოდერნი“ შეასრულებს სტივ რაიხის ნაწარმოებს „მუსიკა 18 მუსიკოსისთვის“.

კვარტეტი „რონდანე“ წარმოგვიდგენს სიმეონ ტენ ჰოლტის ნაწარმოებს „კანტო ოსტინატო“.

ოპერა „დასასრული“ გახლავთ პირველი ვოკალოიდური ოპერა, რომლის კომპოზიტორია კეიჩირო შიბუია. ნაწარმოები ეძღვნება ჰაცუნე მიკუს, რომელიც ოპერაში მთავარ როლს ასრულებს.

ფესტივალის პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია და ბილეთების შეძენა შესაძლებელი იქნება 20 აპრილიდან. ბილეთების ფასი 10-დან 50 ლარამდე. www.tkt.ge

ფესტივალის პარტნიორები არიან:

„პროპაგანდა”, თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია, თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი და სამეფო უბნის თეატრი.

Latest Posts

ბოლო სიახლეები