2018 წლის „წინანდლის პრემიის“ ნომინანტების ვინაობა ცნობილია!

2018 წლის „წინანდლის პრემიის“ ნომინანტების ვინაობა ცნობილია!

ზურაბ ჟვანიას სახელობის  “წინანდლის პრემიის” ჟიურიმ მეცნიერებისა და ხელოვნების 8  დარგში გამოავლინა  2018 წლის „წინანდლის პრემიის“  24  ნომინანტი.

2018 წლის „წინანდლის პრემიის“  მოსაპოვებლად კონკურსი მიმდინარეობდა 2018 წლის 17 სექტემბრიდან 29 სექტემბრის ჩათვლით.  წლის მნიშვნელოვანი პროექტების პრემიაზე წარდგენა შეეძლოთ 18-30 წლის ახალგაზრდა მეცნიერებსა და ხელოვანებს რვა ნომინაციაში.

„წინანდლის პრემია“ ემსახურება თანამედროვე ხელოვნებასა და მეცნიერებაში არსებულ მიღწევათა პოპულარიზაციას და ხელს უწყობს ახალგაზრდა, ნიჭიერ და პერსპექტიულ შემოქმედთა შესაძლებლობების რეალიზებას.

წლების განმავლობაში „წინანდლის პრემიამ“  ხელი შეუწყო ნიჭიერ ახალგაზრდებს, რომლებმაც უდიდესი წვლილი შეიტანეს თანამედროვე ქართული კულტურისა და მეცნიერების განვითარებაში.

გთავაზობთ  2018 წლის„ წინანდლის პრემიის“  ნომინანტების  სიას:

. თეატრალური ხელოვნება: ნატალია ყულოშვილი, საბა ასლამაზიშვილი, ლუკა ინწკირველი
. კინოხელოვნება: გიორგი თავართქილაძე , გრიგოლ აბაშიძე,  ანი ნინიძე
. მხატვრული ლიტერატურა (პროზა): ბაკურ გაბუნია, დავით გორგილაძე, თორნიკე  გოგნიაშვილი
. მხატვრული ლიტერატურა (პოეზია): ნინი ელიაშვილი, ალექსანდრე ლორთქიფანიძე, ნიკა ლაშხია
. მუსიკა: ანზორ ღუდუშაური, თორნიკე მარგველაშვილი,  სანდრო სიდამონიძე
. სახვითი ხელოვნება: შოთა აფციაური, ნიკა ქუთათელაძე, ნატო ბაგრატიონი
. საბუნებისმეტყველო მეცნიერებები: გიორგი ტეფნაძე, ირაკლი მღებრიშვილი, ალექსანდრე ჯაფარიძე
. ჰუმანიტარული მეცნიერებები: კახაბერ ყალიჩავა,  ზურაბ თარგამაძე,  ლევან ბებურიშვილი

2018 წლის „წინანდლის პრემიის“ ლაურეატები გამოვლინდებიან დაჯილდოების ოფიციალურ ღონისძიებაზე, რომელიც გაიმართება პარასკევს,12 ოქტომბერს,  19:30 საათზე სახელოვნებო სივრცე „რესპუბლიკაში“.

წინანდლის პრემიის” ლაურეატები დაჯილდოვდებიან დიპლომით, პრიზით და 4000 ლარიანი ფულადი პრემიით.

2014 წლიდან დღემდე პროექტი ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის პატრონაჟით.

პრემიის მხარდაჭერებია: „სილქ როუდ ჯგუფი“, სახელოვნებო სივრცე „რესპუბლიკა“, კომპანია Yamaha და გიორგი ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტი.

12 ოქტომბერს,  წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენის  2018  წლის „წინანდლის პრემის“ დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალსა და გალაკონცერტზე მონაწილეობას იღებენ გიორგი ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტი, – ქორეოგრაფი მარიამ ალექსიძე, სიმფონიური ორკესტრი, – დირიჟორი კახი სოლომნიშვილი, ანა ჭანია, სანდრო ნებიერიძე და ეკა გორგაძე. საღამოს წარუძღვება ქართული კინოსა და თეატრის ვარსკვლავი ია სუხიტაშვილი.

(ფოტო)

სიახლეები/

|

October 9, 2018 / 4:04 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

54 წლის ეკა კახიანის ფოტოსესია, რომელიც დაგარწმუნებთ, რომ ასაკში ქალი უფრო ლამაზია

სოციალურ ქსელებში აქტიურად აზიარებენ 54 წლის მსახიობისა და მომღერლის, ეკა კახიანის ფოტოსესიას, რომელიც მას ჟურნალმა „სითიმ“ გადაუღო. ეკა მასზე ისეთ ფორმაშია, რომ უამრავი კომპლიმენტი დაიმსახურა. როგორც ჟურნალთან ინტერვიუში ამბობს, ცხოვრების ამ ეტაპზე „ძალიან ბევრი რამ ვისწავლე, უკვე დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება მაქვს და ახლა ცხოვრების ის ეტაპია, როდესაც ყოველი დღით ვტკბები. რა თქმა უნდა, კიდევ ბევრი […]

აჩიკო გულედანმა ახალი სიმღერა შეყვარებულთან ერთად ჩაწერა (ვიდეო)

„ჩვენი პირველი კოლაბორაცია!!!  ერთი სული მქონდა, როდის გაგიზიარებდით! მეტს არაფერს დავწერ გარდა იმისა, რომ ვგიჟდები ამ სიმღერაზე და ყველაზე, ვინც კი ამ ვიდეოშია გაერთიანებული… Happy L for Love Achiko Guledani“ – წერს „საქართველოს ვარსკვლავის“ ერთ-ერთი მონაწილე, გვანცა ჯაფარიძე. მომღერალი, რომელიც, როგორც fortuna.ge-მ შეიტყო, აჩიკო გულედანის რჩეული გახლავთ. „მწვანე ოთახი“ feat. Uma J-ს ახალ სიმღერაზე „for […]

თეონა კონტრიძე სტეფანეს რუსოფობიის გამო აკრიტიკებს – „ვიღაცა ბრიყვებისთვის რუსეთი იქცა „გოიმობის“ სინონიმად…“

სტეფანე მღებრიშვილის რუსეთისადმი დამოკიდებულება კარგად არის ცნობილი. თავის დროზე მან „ევროვიზიისთვის“ ჩაწერა სიმღერა, რომელსაც თაკო გაჩეჩილაძესთან, ქრისტინე იმედაძესა და ნინი ბადურაშვილთან ერთად ასრულებდა და სახელწოდებიდან გამომდინარე (We don’t wanna put in), „ევროვიზიიდან“ პოლიტიკური ქვეტექსტის ქონის გამო მოხსნეს. სტეფანე რუსეთში კონცერტებს არ ატარებს, მიუხედავად იმისა, რომ როგორც თავად მცირე ხნის წინ დაწერა, უამრავი შეთავაზება აქვს. ახლახან […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

„წინანდლის პრემია 2017“-ის მოსაპოვებლად განაცხადების მიღება დაიწყო!

2017-ის „წინანდლის პრემიის“ მოსაპოვებლად  განაცხადების მიღება უკვე დაიწყო და გაგრძელდება 16 ოქტომბრიდან 17 ნოემბრამდე. პრემია ენიჭებათ 18-30 წლის ახალგაზრდა მეცნიერებსა და ხელოვანებს  2017 წლის განმავლობაში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტებისათვის  შემდეგ ნომინაციებში: თეატრალური ხელოვნება,  კინოხელოვნება,  მხატვრული ლიტერატურა  (პროზა, პოეზია),  მუსიკა, ჰუმანიტარული მეცნიერებები, სახვითი ხელოვნება და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები.   წინანდლის პრემიის ლაურეატები დაჯილდოვდებიან დიპლომით, სხვადასხვა პრიზითა  და 4 000 […]

რეკლამა