17 მარტს Public [A]-ს არტისტები სამ საუკუნეს გააერთიანებენ

17 მარტს Public [A]-ს არტისტები სამ საუკუნეს გააერთიანებენ

21-ე საუკუნის თბილისში გაცოცხლებული მე-19 საუკუნის ევროპული კლასიკური მუსიკის სალონი მე-20 საუკუნის ნიუ იორკის გავლენით – 17 მარტს, „პუბლიკაში“ ყველასთვის ცნობილი არტისტები სამ საუკუნეს გააერთიანებენ. ეს იქნება კლასიკური მუსიკის, ქართული პოლიფონიის და ჯაზის თანხვედრა მხატვრობასთან და ქორეოგრაფიასთან.

დამსწრე პუბლიკას ეძლევა შესაძლებლობა გახდეს პერფორმანსის ნაწილი, მაყურებელი იმოგზაურებს დროში; ერთ სივრცეში გაერთიანდება საქართველო, ევროპა და ამერიკა; „პუბლიკის“ სტუმრები გაეცნობიან ჯერ კიდევ უცნობ ისტორიებს, მუსიკის, ცეკვის და მხატვრობის თანხლებით.

საღამოს უმასპინძლებს უნიჭიერესი პიანისტი, ჯულიარდის სკოლის კურსდამთავრებული, მრავალი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული, საქველმოქმედო ფონდის “Young for young”-ის დამფუძნებელი,  დავით ალადაშვილი. სტრავინსკის ჰანგებზე გიორგი ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტის წამყვანი სოლისტი ნათია ბუნტური, ისტორიას გააცოცხლებს თანამედროვე ქორეოგრაფიით. ვიოლინოს სიმებით საღაოს მე-19 საუკუნის ელფერს შესძენს ვირტუოზი მევიოლინე, საერთაშორისო კონკურსებისა და ფესტივალების ლაურეატი ნათია გუგულაშვილი. ხოლო, ქართველი გენიოსი კლასიკოსების ნაწარმოებებს კი წარმოადგენს არაერთი საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებული ჯგუფი, რომელსაც ვენაში „ფენომენალური“ უწოდეს. ჯაზ სექსტეტი “The Quintessence” , რომელსაც ქართული კულტურა საერთაშორისო ასპარეზზე თანამედროვე სახით გააქვს, დასავლეთის წარსულ ისტორიაში ქართულ კულტურას შემოიტანს.

პერფორმანსი, იქნება მრავალფეროვანი და საინტერესო. სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა, მოისმინონ როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ყველასათვის საყვარელი კლასიკოსების კომპოზიციების ახლებური ვარიაციები. იქნება სხვადასხვა სფეროში მოღვაწე არტისტების კოლაბორაცია, რომელშიც მაყურებელი მთლიანად იქნება ჩართული.

ადგილი, სადაც სახელგანთქმული ხელოვანები ჯერ კიდევ საუკუნეების წინ იკრიბებოდნენ და ქმნიდნენ ეპოქას – ახლა არტ ჰაუსია და კვლავ რჩება შეხვედრის ადგილად. ისტორია მეორდება, არტისტები კვლავ ერთიანდებიან ინტიმურ, თბილ გარემოში “სახლში, სადაც ხელოვანები ხვდებიან პუბლიკას”.

„პუბლიკის“ კარი 20:30 საათიდან გაიღება, ხოლო პერფორმანსი – 22:30 საათზე დაიწყება.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ Tkt.ge-ზე, ასევე 17 მარტს „პუბლიკაში“.

სიახლეები/

|

March 14, 2018 / 1:37 pm

TOP სიახლეები

ბერა ივანიშვილი მეუღლესთან ერთად პარიზშია (ფოტოები)

ბერა ივანიშვილი დაქორწინდა. მისი რჩეული ბიძინა ივანიშვილის მეგობრის შვილი, ნანუკა გუდავაძე. ულამაზესი გოგონა მოდელი და ბლოგერია. ბერასა და ნანუკას ჯერ ქორწილი არ ჰქონიათ, თუმცა თაფლობის თვე უკვე მოიწყვეს. ბერამ „ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა ფოტო, რომელიც მეუღლესთან ერთად ეიფელის კოშკის ფონზე აქვს გადაღებული სიყვარულის ქალაქში, პარიზში. წყვილს კიდევ ერთხელ ულოცავენ გაბედნიერებას. ფოტოს უამრავი კომენტარი მოჰყვა. ბერამ კი ყველას […]

როგორ გამოიყურება კახი კავსაძის მსახიობი შვილიშვილი, რომელსაც მარიონ კოტიარს ადარებენ

ირინკა კავსაძე კახი კავსაძის შვილიშვილია. ის აშშ-ში ცხოვრობს და თეატრში თამაშობს. პროფესიით მსახიობი გახლავთ. ირინკას სოციალურ ქსელში უამრავ საინტერესო ფოტოს აღმოაჩენთ, რომლებიც სპექტაკლებზეა გადაღებული, ასევე სხვადასხვა იმიჯით. 15 წელზე მეტია, აშშ-ში ცხოვრობს, 10 წლის იყო, როცა საქართველო დატოვა. ის კახი კავსაძის ვაჟის, ირაკლის შვილია. მუშაობს „სინეტიკ თეატრში“, სადაც ირაკლიც მუშაობს. მამა-შვილმა ერთად ითამაშა სპექტაკლში „სტუმარ-მასპინძელი“. […]

სალომე ზურაბიშვილის საუკეთესო „ლუქები“ (ფოტოგალერეა)

სალომე ზურაბიშვილი – დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი, რომელაც „ქართული ოცნება“ უჭერს მხარს, ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პერსონაა ქართულ პოლიტიკაში და სოციალურ ქსელებში მისი ხსენების სიხშირე ასჯერ აღემატება სხვა კანდიდატებისას. ბოლო პერიოდში ის საკუთარი გამონათქვამების გამო არაერთხელ გაეხვა სკანდალში და საზოგადოების ნაწილის რისხვაც დაიმსახურა. მას ქართულს უწუნებენ და ასევე დამოკიდებულებას ჟურნალისტების მიმართ, რომლებსაც „ტვინების განძრევისკენ“ მოუწოდა, […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

The Quintessence-ის ახალი ფრანგული კომპოზიცია

ჯგუფი The Quintessence მსმენელის აღფრთოვანებას, ამჯერად ფრანგული კომპოზიიციით განაგრძობს. ჯგუფი “The Quintessence”-ი 5 წლის განმავლობაში მსოფლიოს არაერთი პრესტიჟული კონკურსისა და პოლიფონიური ფესტივალის გამარჯვებულია. ცნობილი სექსტეტი კვლავ აგრძელებს მსმენელის მოხიბვლას და გაოცებას. ამის ერთ-ერთი დასტურია მათი მორიგი წამოწყება – #TQBLOG, რომლის არსიც გახლავთ სხვადასხვა კომპოზიციის შესრულება რეპეტიციის მსვლელობის დროს. პირველი ეპიზოდის დროს კი მათ საფრანგეთში გვამოგზაურეს […]

რეკლამა