„ბოშა ქალოს“ შემსრულებელი მზია გეწაძე ჟურნალ „სარკესთან“ მისი ცხოვრების მძიმე ამბებს იხსენებს.
მისი თქმით, მეუღლეს 24 წლის წინ გაშორდა და მას შემდებ მასთან არანაირი ურთიერთობა არ ჰქონია.
„გაშორებიდან 24 წელი გავიდა. არანაირი ურთიერთობა აღარ გვქონია. არ მინახავს და სურვილიც არ მაქვს. საბოლოოდ გავშორდით და ჩვენ ჩვენი გზებით გავაგრძელეთ ცხოვრება. ყველაზე მეტად ის მიკვირს, რომ შვილი ერთხელაც არ მოუკითხავს. 3 წლის შვილთან ერთად დავბრუნდი ქუთაისში, სადაც დღემდე ვცხოვრობ. არ იყო მარტივი შვილის მარტო გაზრდა.“ – ამბობს მზია გეწაძე.
კითხვაზე, არის თუ არა ახალი სიყვაკრულისთვის მზად, მზია გეწაძე პასუხობს:
„თუ გულის კარი გაიღება და სიყვარული მოვა, ე.ი. მზად ხარ. ისეთი ადამიანი თუ გამოჩნდება, რომელიც მიმიღებს ისეთს, როგორიც ვარ და შემიყვარებს, რატომაც არა? სიყვარული უფლისგან ბოძებული საჩუქარია“.