„სკოლის ბანკეტზე ნაჩუქარი კაბა მეცვა“ – ირინა ონაშვილი

0
85

მოდელმა ირინა ონაშვილმა სოციალური ქსელით ათამდე გოგონა გაახარა და თავისი საღამოს კაბები სკოლის გამოსაშვები საღამოსთვის სრულიად უსასყიდლოდ გადასცა. ამ ინიციატივისგან იმდენად დიდი სიამოვნება მიიღო, რომ კვლავა აპირებს სამოსის გაჩუქებას.

ჟურნალ „სარკესთან“ საუბრისას ირინა ონაშვილი საკუთარ სკოლის ბანკეტს იხსენებს და ამბობს, რომ ამ დღეს ნაჩუქარი კაბა ეცვა.

„საბანკეტოდ სოფო ჭყონიამ თავისი კაბა მაჩუქა. ეს იყო ცნობილი ბრენდის, სონია რიკელის“ კაბა, რომელიცვ ძალიან ლამაზად მოვირგე ბანკეტზე. ძალიან კარგად მახსენდება ის პერიოდი, რადგან დღემდე ვისაც მეგობარს ვუწოდებ, უმრავლესობა სკოლის წლებიდან მომდევს.“ – ამბობს ირინა ონაშვილი „სარკესთან“ საუბარში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here