„კარგი დედამთილი კი არა, დედა ვიქნები“ – ილია სულამანიძის ქორწილში პატარძლის გარდაცვლილი მშობლების პატივსაცემად ორი სკამი დადგეს

ძი­უ­დო­ის­ტმა ილია სუ­ლა­მა­ნი­ძემ და მო­ცუ­რა­ვე თაკო მეგ­რე­ლი­ძემ იქორ­წი­ნეს. წყვი­ლის ქორ­წი­ლის მხი­ა­რუ­ლე­ბას ემო­ცი­უ­რი მო­მენ­ტე­ბიც ახ­ლდა – პა­ტარ­ძლის გარ­დაც­ვლი­ლი მშობ­ლე­ბის­თვის დარ­ბაზ­ში ორი სკა­მი გა­მოყ­ვეს, ილი­ას დე­დამ კი რძალს სა­ჯა­როდ აღუთ­ქვა, რომ მის­თვის მხო­ლოდ დე­დამ­თი­ლი არ იქ­ნე­ბო­და. აღ­ნიშ­ნუ­ლი დე­ტა­ლე­ბის შე­სა­ხებ სი­უ­ჟე­ტი “რუს­თა­ვი 2”-ის ეთერ­ში გა­ვი­და.

  • “ამაღ­ლე­ბუ­ლი გან­წყო­ბით ვარ, ბედ­ნი­ე­რი ვარ. ძა­ლი­ან დიდი გუ­ლის­ტკი­ვი­ლია, რომ თა­კოს არ ჰყავს მშობ­ლე­ბი. გა­ვუ­წევ დე­დო­ბას. ვიზ­რუ­ნებ იმა­ზე, რომ ვიყო კარ­გი დე­დამ­თი­ლი კი არა, დედა. ილი­ას ვუ­სურ­ვებ, გამ­რავ­ლე­ბუ­ლი­ყოს, პირ­ველ რიგ­ში, ჯან­მრთე­ლად ყო­ფი­ლი­ყოს და მშვი­დო­ბი­ა­ნად იყ­ვნენ, კარ­გად იყ­ვნენ“, – თქვა ილია სუ­ლა­მა­ნი­ძის დე­დამ.

ილია სუ­ლა­მა­ნი­ძემ, რო­მე­ლიც სპორ­ტუ­ლი მიღ­წე­ვე­ბით არის ცნო­ბი­ლი, ქორ­წილ­ში მუ­სი­კა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბიც გა­მო­ავ­ლი­ნა – რო­ი­ალ­ზე და­უკ­რა, მე­უღ­ლეს­თან ერ­თად კი იცეკ­ვა. სპორ­ტსმენს გა­ბედ­ნი­ე­რე­ბა მი­უ­ლო­ცეს ოჯა­ხის წევ­რებ­მა, მე­გობ­რებ­მა და პე­და­გო­გებ­მა.

ქორ­წი­ლის კად­რებ­ში სი­ხა­რულ­თან ერ­თად ის სევ­დაც იგ­რძნო­ბო­და, რო­მე­ლიც თა­კოს მშობ­ლე­ბის არ­ყოფ­ნას უკავ­შირ­დე­ბო­და. მათ­თვის გა­მო­ყო­ფი­ლი ორი ცა­რი­ე­ლი სკა­მი კი პა­ტარ­ძლის ცხოვ­რე­ბის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან დღეს სიმ­ბო­ლუ­რად, მათ დას­წრე­ბას გა­მო­ხა­ტავ­და.

Scroll to Top