ივენთების ორგანიზატორი და ინფლუენსერი კოკი ფერაზი ფანგანი დაბადების დღეს ულოცავს კესარია აბრამიძეს.
ის დღეს 39 წლის გახდებოდა.
„ვარსკვლავები ამ ღამით ალბათ უფრო იკაშკაშებენ, რადგან ერთ-ერთი მათგანი ხარ შენ! დღეს შენი დაბადების დღეა! ვიცი, რომ ახლა სხვა სამყაროს ალამაზებ… ნათელი შენს სულს ![]()
გილოცავ!..“
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ყველაზე პოპულარული ტრანსგენდერი ქალი, კესარია აბრამიძე 2024 წლის 18 სექტემბერს მოკლეს. მის მკვლელობაში ბრალდებულ ბექა ჯაიანს, რომელთანაც კესარიას სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებდა, უვადო პატიმრობა აქვს მისჯილი.




