„ეგ იყო ჩემი მთავარი ამოცანა, როცა უკვე აღარც სიყვარული იყო და არაფერი“ – გახდა თუ არა მესამე ადამიანი რუსკა მაყაშვილის ოჯახის დანგრევის მიზეზი

„ოფიციალურად გავაწერეთ ხელი,“ – ამბობს რუსკა მაყაშვილი და მეუღლესთან დაშორების თაობაზე „სარკასტიკასთან“ საუბრობს.

წამყვანის კითხვაზე, არსებობდა თუ არა მესამე ადამიანი, მსახიობი პასუხობს, რომ – არა.

„ეგღა მაკლია“ – აღნიშნავს რუსკა მაყაშვილი.

„დღეს მხოლოდ ბავშვების ირგვლივ ვურთიერთობთ..ჩემი ცხოვრებისეული ამოცანა იყო, რომ ოჯახი არ დამნგრეოდა იმიტომ, რომ ყველაფერში წარჩინებული და ბეჯითი ვარ.

იმიტომ შევქმენი გვიან ოჯახი, რომ ზუსტად, ჩამოყალიბებულად ვიცოდი, რა მინდოდა, ვინ მინდოდა, რატომ მინდოდა..

ეგ იყო ჩემი მთავარი ამოცანა, როცა უკვე აღარც სიყვარული იყო და არაფერი – „მე ოჯახს არ დავანგრევ“, მე ამაშიც ძალიან ბეჯითი ვიქნები.

შევეცადე. იმის იქითაც შევეცადე, სადაც კი შეიძლებოდა, მაგრამ..მერე აფიქსირებ, რომ მართლა ერთხელ მოდიხარ ამ ქვეყანაზე და როდემდე უბრალოდ…“ – ჰყვება რუსკა გადაცემაში.

Scroll to Top