ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი ზურაბ არაბიძის მულტიმედიურ გამოფენას მასპინძლობს

0
1763

ზურაბ არაბიძის მულტიმეტდია ინსტალაცია პირადი და საზოგადოებრივის, რთული ურთიერთობის, საკუთარ თავთან წინააგდეგობაში ყოფნისა და ბრძოლის ვიზუალიზაციას წარმოადგენს, რომელსაც ავტორი ფერების დაპირისპირებით გადმოსცემს. ინსტალაციის დრამატურგიული სქემა რამდენიმე ძირითად თემას აერთიანებს. მათ შორისაა, მავთულხლართისა და სარკის ზედაპირის შეხვედრა, რომელიც სიმბოლურად ცნობიერების სწრაფვას თავისუფლებისაკენ და ამ გზაზე დოგმებით შექმნილ დაბრკოლებებს წარმოადგენს. სივრცე ვიდეო გამოსახულებებით ინფორმაციით გადატვირთულ რეალობას, ახალი ღირებულებების შემოტანასა და თანმხლებ ზეწოლას განასახიერებს, ხოლო ხეები მეტალის კონსტრუქციაში – ეკოლოგიურ კატასტროფაზე, მომავლის არ არსებობაზე მიანიშნებს. ექსპოზიცია დამთვალიერებელს განსაკუთრებულ სივრცეს სთავაზობს, რომელიც კიდევ ერთხელ დაგაფიქრებთ პირად სივრცესა და საზოგადოებრივ ურთიერთობებზე. აქვე გეტყვით იმასაც, რომ გამოფენა 10 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება, რომელსაც ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი მასპინძლობს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here