4.8 C
Tbilisi
Saturday, November 12, 2022

“მის და მისტერ გოლდენ ბრენდ 2018”-ის მოსამზადებელი პერიოდი აქტიურ ფაზაში გადავიდა

შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრი, რომლის დიდ სცენაზეც არაერთი სპექტაკლი თუ ღონისძიება წარმატებით ჩატარებულა, ამჯერად 30 ნოემბერს “მის და მისტერ გოლდენ ბრენდ 2018”-ს უმასპინძლებს. კონკურსს, რომლის მოსამზადებელი პერიოდიც ჯერ კიდევ მიმდინარეობს, უმრავი მხარდამჭერი და სპონსორი ჰყავს, ჩვენ კი შევეცდებით ისინი უფრო კარგად გაგაცნოთ… კონკურსი “მის და მისტერ გოლდენ ბრენდ 2018” 30 ნოემბერს რუსთაველის თეატრში გაიმართება, გამარჯვებულ ვაჟს ავტომობილი გადაეცემა, გოგონას კი – ოქროს გვირგვინი და ფულადი ჯილდო. მის და მისტერ გოლდენ ბრენდ 2018-ის მონაწილეებს 12 ქართველი და 12 უცხოელი ჟიურის წევრი შეაფასებს. ფინალურ შოუს ანსამბლი “რუსთავი” გახსნის, ხოლო საღამოს გაუძღვებიან გიორგი გასვიანი და თამუნა გომართელი. პროექტის ორგანიზატორი გიორგი მასხულია გახლავთ, ხოლო გენერელური დირექტორი ლანდა მასხულია.

Latest Posts

ბოლო სიახლეები