ზუკა ხუციშვილი ერთი კვირის წინ, კლასელზე ქეთუშა მანიჟაშვილზე დაინიშნა. ზუკამ ქეთუშას ხელი ფუნიკულიორზე მდებარე პრესტიჟულ რესტორანში სთხოვა და საყვარელი ქალისგან თანხმობაც მიიღო. ზუკას და მის საცოლეს, ჩვენი გადამღები ჯგუფი გიო ხუციშვილის კონცერტზე შეხვდა. წყვილს ერთმანეთი ძალიან უყვარს და როგორც უკვე გაიგეთ, ქორწილისთვისაც ემზადებიან.
შორენა ბეგაშვილი მიუხედავად იმისა, რომ მსახიობია, თავისი პროფესიით ბოლო დროს იშვიათად გვევლინება. ამჯერად ტელე წამყავნის ამპლუას სჯერდება და სადაც არ უნდა გაიხედოთ, სარეკლამო სახედ, თვალში ყველაგან შორენა ბეგაშვილი მოგხვდებათ. რაც შეეხება მსახიობის ქალიშვილს, ევა ბარბაქაძეს, ისიც როგორც იტყოდნენ დედის კვალს მიჰყვება, ძალიან მოსწონს ფოტოსესიები და რამდენიმე კომპანიის სახე გახლავთ.