„კავკასუს ონლაინისა“ და ტელეარხ „ფოქსის“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში, რომელსაც „უფრო ახლოს“ ეწოდება, კომპანიებმა გადაწყვიტეს, საქართველოში სერიალ „მოსიარულე მიცვალებულების“ ერთ-ერთი ზომბი ჩამოეყვანათ. მან ორი დღე თბილისში გაატარა, დაათვალიერა ძველი თბილისი, დაესწრო ქართულ სუფრას, ამოავლო ჩურჩხელები.
დღეს კი ზომბი გუდაურისკენ მიმავალ გზას დაადგა. მას სპეციალური გრიმით ზომბებად ქცეული ჯგუფ „ლაუდსპიკერსის“ წევრები „მთვრალ ალუბალში“ დახვდნენ. სწორედ ამ წუთებში კონცერტი მიმდინარეობს, რომელსაც უამრავი ადამიანი ესწრება. ზომბი ჯგუფის სიმღერების ჰანგებზე დასეირნობს, ხალხი მასთან ფოტოებს იღებს და მოკლედ, გუდაურში სრული ზომბიიდილია სუფევს.
ზომბი საქართველოს ხვალ დატოვებს. აქტივობები მისი მონაწილეობით კი უკვე დასრულებულია. სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი აქვეყნებს ფოტოებს, სადაც ზომბთან ერთადაა გამოსახული, ასე რომ, პროექტი შედგა, რომლის მიზანიც გახლდათ სერიალისადმი უფრო მეტი ყურადღების მიპყრობა და ზომბის ხალხთან დაახლოვება.