ლელა მებურიშვილი მეორე შვილს ელოდება

0
259

გავრცელდა ხმა, რომ მსახიობი და ტელეწამყვანი, ლელა მებურიშვილი ორსულადაა. ის მეორე შვილს ელოდება. როგორც ამბობენ, სქესი ჯერ არ იცის.

შეგახსენებთ, რომ ლელას ჰყავს ვაჟი, რომელიც 2014 წლის ივლისში გაჩნდა. მსახიობი 2013 წელს გათხოვდა, მისი რჩეული ბაჩო საგანელიძე გახდა, ის პოლიტიკოს დავით საგანელიძის ძმისშვილია. დაფეხმძიმების შემდეგ ლელა მეუღლესთან ერთად ამერიკაში გაემგზავრა და პატარაც იქ გააჩინა, მშობლებმა ბიჭს ალექსანდრე დაარქვეს.

ლელასა და ბაჩოს სიყვარულის ამბავი ჟურნალისტებისთვის დიდი ხნის განმავლობაში დამალული იყო. როგორც ამბობდნენ, ბაჩოს უყვარდა ლელა, მსახიობმა კი მის სიყვარულს მოგვიანებით უპასუხა. უკვე მაშინ, როდესაც ერთად იყვნენ, ლელა გავრცელებულ ხმებს გათხოვებასთან დაკავშირებით ჭორებს უწოდებდა. მალევე თავად ბაჩომ გამოაქვეყნა ერთობლივი ფოტო „ფეისბუქის“ გვერდზე, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ წყვილი ერთად იყო. ამ ამბიდან მცირე ხანში მათ გრანდიოზული ქორწილი გადაიხადეს.

მსახიობი იშვიათად, მაგრამ მაინც ჩნდება პრესასთან. „ჩემი ცოლის დაქალების“ დატოვების შემდეგ ის „იმედზე“ მუშაობს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here