„ნიუ იორკ ტაიმსის“ შემდეგ „მეტროპოლიტენ ოპერაში“ „ტრუბადურის“ წარმოდგენას „ვოგი“ ეხმიანება. ვრცელ მიმოხილვაში, ისევე, როგორც „ნიუ იორკ ტაიმსი“, კიდევ ერთი პოპულარული გამოცემაც განსაკუთრებულ ქებას უძღვნის აზუჩენას როლის შემსრულებელ ქართველ მეცოსოპრანოს. გთავაზობთ ამონარიდს სტატიიდან, სადაც მისი ავტორი ანიტა რაჭველიშვილის ბრწყინვალე გამოსვლაზე აკეთებს აქცენტს.
„ვოგი“ წერს:
„რთულია, წარმატებით შეასრულო მანიპულატორი აზუჩენას როლი, მაგრამ მაკვიკარის დადგმაში სრულიად გამაოგნებელი, თვალებბრიალა ქართველი მეცო-სოპრანოს, ანიტა რაჭველიშვილის მიერ შესრულებული აზუჩენა დამაჯერებელი, ბუნებრივი და დამაბნელებელი ძალის ფიგურაა. რაჭველიშვილის წარმოდგენა სამუდამოდ იბეჭდება მეხსიერებაში”