დიდი აურზაურისა და დაძაბულობის შემდეგ დადგა ის დღეც, როდესაც შოუბიზნესის წარმომადგენლები ერთად შეიკრიბნენ, წითელ ხალიჩაზე გაიარეს და თავი ნამდვილ ვარსკვლავებად იგრძნეს. ანუ წლის სიმღერის დაჯილდოება „ოქროს ტალღა 2018“-ი წარმატებით ჩატარდა. გამარჯვებულები 15 ნომინაციაში დასახელდნენ. 14 ნომინაცია კომპეტენტურმა ჟიურიმ ფარული კენჭისყრით გამოავლინა, მეთხუთმეტე ინტერნეტრჩეულის გამარჯვებული კი „ოქროს ტალღის“ საიტზე ხმის მიცემის წესით გამოვლინდა.