დიდი აურზაურისა და დაძაბულობის შემდეგ დადგა ის დღეც, როდესაც შოუბიზნესის წარმომადგენლები ერთად შეიკრიბნენ, წითელ ხალიჩაზე გაიარეს და თავი ნამდვილ ვარსკვლავებად იგრძნეს. ანუ წლის სიმღერის დაჯილდოება „ოქროს ტალღა 2018“-ი წარმატებით ჩატარდა. გამარჯვებულები 15 ნომინაციაში დასახელდნენ. 14 ნომინაცია კომპეტენტურმა ჟიურიმ ფარული კენჭისყრით გამოავლინა, მეთხუთმეტე ინტერნეტრჩეულის გამარჯვებული კი „ოქროს ტალღის“ საიტზე ხმის მიცემის წესით გამოვლინდა.
ვინ გახდა წლის სიმღერის ნომინაციაში გამარჯვებული და როგორ ჩაიარა „ოქროს ტალღა 2018-მა“




