ვინ არის კრიშტიანო რონალდუს ახალი მეგობარი ქალი?

0
2629

პორტუგალიელი ფეხბურთელი კრიშტინო რონალდუ, თავის სტილს არ ღალატობს და მხოლოდ მოდელებს ხვდება. ამჯერად მადრიდის რეალის ვარსკვლავის ახალი გატაცება, ესპანელი მოდელი და მის ესპანეთი 2014 -ის გამარჯვებული, დეზირე კორდეროა.

რომანტიული სახელწოდების ესპანური გამოცემა “Corazon“ (გული) წერს, რომ ახალგაზრდა ლამაზმანი, მადრიდის მახლობლად, კრიშტიანოს მდიდრულ ვილასთან, უკვე არაერთხელ შენიშნეს. გარდა ამისა ესპანელმა სუპერმოდელმა, მადრიდის რეალის თავდამსხმელთან რომანზე მცირე მინიშნება, საკუთარ ინსტაგრამზეც გააკეთა.

“ყველაფერი კარგი, დროს მოითხოვს, თუმცა რეალურად მნიშვნელოვანი მოვლენები, თვალის დახამხამებაში ხდება.“ – სწორედ ასეთი კომენტარი გაუკეთა დეზირემ კრიშტიანოს ერთ-ერთ ფოტოს და აღნიშნულ სიტყვებს სიმბოლო CR7 (Cristiano Ronaldo 7) დაურთო. უკვე ეჭვი არავის ეპარება, რომ მათ რომანი აქვთ.

უნდა აღინიშნოს, რომ გარდა მის ესპანეთის კონკურსში გამარჯვებისა, დეზირე კორდეროს სამოდელო კარიერაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა აქვს, მის მსოფლიო 2014 – ში მოდელმა მეექვსე ადგილი დაიკავა, რაც უდაოდ არ არის ცუდი მაჩვენებელი. თუმცა ცხადია, როდესაც მსოფლიოს ულამაზესი ქალების ათეულში საპატიო ადგილი გიკავია, კავალერიც შესაფერისი უნდა გყავდეს. საკუთარ საქმეში ერთ-ერთი საუკეთესო და საპირისპირო სქესშიც პოპულარული. ჩამოთვლილ კრიტერიუმებს ჯრიშტიანო რონალდუ ნამდვილად აკმაყოფილებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here