ნიუ იორკში გამართული კონცერტი ადელმა ანჯელინა ჯოლის და ბრედ პიტს მიუძღვნა

0
2668

20 სექტემბერს ნიუ იორკში გამართული კონცერტი, ბრიტანელმა მომღერალმა ადელმა, ჰოლივუდის ყველაზე ცნობილ წყვილს ანჯელინა ჯოლის და ბრედ პიტს მიუძღვნა, რომლებმაც როგორც ვიცით ერთმანეთთან დაშორება გადაწყვიტეს. ჯოლის და პიტის თაყვანისმცემლების მსგავსად, მოულოდნელი ახალი ამბით ადელიც შოკირებულია და როგორც თავად განაცხადა ის ამ ამბავმა ძალიან დაასევდიანა.

წყვილის დაშორებაზე უკვე მთელი მსოფლიო ალაპარაკდა, თუმცა თავად ანჯელინა ჯოლის კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია, მისმა წამომადგენელმა განაცხადა, რომ ჯოლი შექმნილ სიტუაციაზე კომენტარის გაკეთებას არ აპირებს. რაც შეეხება ბრედ პიტს, მსახიობი მოკლე კომენტარით შემოიფარგლა: “ძალიან გულდაწყვეტლი ვარ, თუმცა ახლა ჩვენი შვილების ბედნიერებაა მთავარი. ჟურნალისტებს ვთხოვ, რომ ამ მძიმე პერიოდში მათ საჭირო სივრცე მისცენ“

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here