სალომე ბაკურაძისა და ლაშა ბასლანძის უსაყვარლესი ვაჟი სანტი ძალიან აქტიური და ენერგიული ბიჭუნაა. ის დედიკოსა და მამიკოსთან ერთად გიორგი გაბუნიას შოუს ესტუმრა „იმედზე“. როდესაც სალომე სიმღერის შესასრულებლად წამოდგა, გადაცემის წამყვანის მიპატიჟებაზე, ერთად ეცეკვათ, სანტიმ თანხმობა განაცხადა და დედიკოს სცენაზე პარტნიორობა გაუწია.