მომღერალი ნუცა ბუზალაძე ბოლო პერიოდია, საქართველოში იშვიათად არის. ჯერ აშშ-ში იმოგზაურა რამდენიმე თვე, შემდეგ კი იქიდან დუბაიში გადაინაცვლა, სადაც თეატრის სცენაზე ბენდთან ერთად გამოვიდა. მის საღამოს ჰოლივუდის მსახიობი სტივენ სიგალი ესწრებოდა, რომელმაც მისი შესრულების გამო აღფრთოვანება ვერ დამალა…
ნუცა ბუზალაძე:
ჩემი ახალი კლიპი ამერიკაში გადავიღე. გადამიღო ამერიკელმა რეჟისორმა. სიმღერა იქნება მისი ახალი ფილმის „მეოჯახე კაცი“ საუნდტრეკი. ფილმის გამოსვლის თარიღი ჯერჯერობით არ არის ცნობილი.
ფილმში მონაწილეობაც ხომ არ შემოგთავაზა?
არა, ფილმი უკვე დასრულებულია. თავად არ ვყოფილვარ დაინტერესებული სამსახიობო კუთხით, რადგან მინდა, ჯერ ჩემს სიმღერას მივხედო კარგად. რა თქმა უნდა, ეს მიმართულებაც მაინტერესებს, მაგრამ უფრო მეტად მუსიკალური კუთხით.