“მთავარ არხზე” ლელა წურწუმიამ ახალითოქშოუ დაიწყო, რომელსაც თავად გაუძღვება. “მხოლოდ ლელასთან” ცნობილ ადამიანებს უმასპინძლებს საინტერესო ამბებით.
ლელამ თავად მისცა მაგალითი სტუმრებს და მოჰყვა იმ ამბის შესახებ, რომელიც აქამდე არ გაუსაჯაროებია.
როგორც ლელა წურწუმიმ მონოლოგში აღნიშნა, გარკვეული პერიოდის წინ, კონცერტის შემდეგ, მან ხმა დაკარგა და სერიოზული პრობლემები შეექმნა, შემდეგ კი ქირურგიული ჩარევაც დასჭირდა იმისთვის, რომ ხმა დაებრუნებინა.