ვიდეო: გიორგი კელაპტრიშვილის ახალი ვიდეორგოლის პრემიერა

0
467

„მხოლოდ ქართულის” მეორე სეზონის გამარჯვებულმა, გიორგი კელაპტრიშვილი ლელა წურწუმიას ახალი შოუს პირველ გადაცემას პრემიერით ესტუმრა. სიმღერა „შენ“ „ბრავო რეკორდსშია“ ჩაწერილი და ის ლილიკო ნემსაძეს ეკუთვნის, ტექსტი ირინა სანიკიძემ დაწერა.

კომპოზიციის ჩაწერაში მონაწილეობდნენ მანუჩარ მანჯავიძე, ალეკო ბერძენიშვილი და დიმიტრი ოგანეზიანი. მიქსინგი ალეკო ბერძენიშვილისაა, ხოლო მუსიკალური პროდიუსერი ბორიკო შხიანი გახლავთ. პროექტს გოგიტა ჩიკვაიძემ უხელმძღვანელა. დამდგმელი ოპერატორი: გიორგი მხეიძე.

კლიპში მსახიობი ანა ჯავახიშვილი მონაწილეობს, ხოლო გადაღებებზე მუშაობდნენ ფოტოგრაფები: სუზანა წითელაძე, ზაქარია ჭელიძე.

(ვიდეო)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here