ნუცა ბუზალაძეს ახალი საახალწლო სიმღერა აქვს. „გათენდეს“ მომღერალმა საზოგადოებას საახალწლო კონცერტზე წარუდგინა.
როგორც ნუცა წერს:
„ახალი, საახალწლო სიმღერის პრემიერა “გათენდეს”, რომელიც დამიწერა უნიჭიერესმა ნათია ივანიშვილმა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მას, რადგან საოცარ განწყობას მიქმნის, მიუხედავად იმისა, რომ ჩემია♥️ იმედი მაქვს, თქვენც მოგიტანთ საახალწლო-საშობაო განწყობას.
ბევრმა პროფესიონალმა იმუშავა ამ სიმღერაზე და მინდა, მათ უდიდესი მადლობა გადავუხადო♥️ კიდევ ერთხელ გილოცავთ 2021-ს. ჩვენი წელი ყოფილიყოს“.