გიორგი გილიგაშვილი: „მინდა, დავმარხო მასში ყველა ქალის მშვენიერება და მან დამარხოს ჩემში ყველა ვაჟის ვაჟკაცობა…“

0
581

მსახიობი და მომღერალი, გიორგი გილიგაშვილი ჟურნალ „თბილისელებთან“ კარიერისა და პირადი ცხოვრების შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ხმები მასა და ნინი ბადურაშვილს შორის რომანზე მხოლოდ ჭორებია: „მიყვარს ნინი და ყოველი ჩემ გარშემო, მაგფრამ ეს იმაზე მეტი არაა, ვიდრე მეგობრობა. მერწმუნეთ, გილიგა რომ შეყვარებული იქნება, რადგან მზე დაწვავს, მთვარეზე ავფრინდები და დიდ ბილბორდს გამოვაკრავ, რომელზეც ეწერება, რომ მე შეყვარებული ვარ, რომ ჩემს ვარსკვლავზე გაჩენილი მშვენიერი ვიპოვე…“

გიორგი ასევე საუბრობს იმის შესახებ, როგორი ქალი წარმოუდგენია გვერდზე: „ეს იქნება ჩემი გენეტიკური, სულიერი და ინტელექტუალური არჩევანი. ყოველი ლოცვის ჟამს ვთხოვ უფალს, არ შემაცდინოს და არჩევანი იყოს მარადიული. ის მშვენიერი ერთადერთი იქნება ჩემთვის და მინდა, დავმარხო მასში ყველა ქალის მშვენიერება და მინდა, მან დამარხოს ჩემში ყველა ვაჟის ვაჟკაცობა, იმისთვის, რომ ერთად განვვლოთ წუთისოფელი“.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here