ხათუნა ჟორდანია და ზურა ხაჩიძე ერთად წინასაახალწლო კონცერტზე გამოჩნდნენ. მათ დუეტი შეასრულეს ნატო გელაშვილის ცნობილ სიმღერაზე „აყვავდება როცა ნუში“.
ცოლ-ქმრის ყველა საჯარო გამოჩენას დიდი სითბოთი ხვდება მაყურებელი. სოციალურ ქსელებში ვიდეომ უამრავი გამოხმაურება დაიმსახურა:
„ასი წელი ერთად და ტკბილად დაგაბეროთ უფალმა“, წერენ კომენტარებში.