თაკო ნაცვლიშვილის საახალწლო ტრადიციები

0
1077

„იმედის დილას“ უქმეებზე თაკო ნაცვლიშვილი ესტუმრა. მან ისაუბრა იმ საახალწლო ტრადიციებზე, რომლებიც ოჯახსში აქვთ. პირველ რიგში, ეს უკავშირდება იმას, რომ ამ დღესასწაულზე ყველა თბილისში იკრიბება, მათ შორის, თაკო და მისი ძმაც, რომელიც უცხოეთში თამაშობს.

როგორც თაკო ამბობს, ოჯახში „სიქრეთ სანტას“ თამაშობენ. აქვთ მეკვლეობის ტრადიცია – „მჯერა, რომ როგორი განწყობითაც შეხვდები ახალ წელს, იმოქმედებს. წელს მინდა, ბედნიერად და ჩემს საყვარელ ადამიანებთან ერთად შევხვდე ახალ წელს. პირველ რიგში, ვისურვებდი ჯანმრთელობას, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. მინდა, ბევრი სიახლე მქონდეს კარიერაში…“

მანიკა ასათიანთან ინტერვიუში თაკომ ჯულია რობერტსთან ერთად გადაღებებზე ისაუბრა. ისინი ერთად გადაიღეს „კალცედონიას“ რეკლამაში – „რომ დავინახე, თავი სიზმარში მეგონა“, იხსენებს მოდელი.

რაც შეეხება სიახლეებს, როგორც თაკო ნაცვლიშვილი აღნიშნავს, არის პროექტები, მაგრამ მათ შესახებ დაზუსტებით მოგვიანებით ისაუბრებს.

(ვიდეო)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here