ვერიკო ტურაშვილი ახალ სიმღერაზე კლიპს იღებს. ვიდეორგოლის გადაღებები წყალტუბოში წარიმართა. კლიპის პროდიუსერი ვერიკოს დიდი ხნის მეგობარი და კოლეგა, აჩიკო მეფარიძეა.
„რომ მიყვარხარ“ – ასე ჰქვია სიმღერას, რომელიც ვერიკოს თემო საჯაიამ დაუწერა. მელოდიაც და ტექსტიც მას ეკუთვნის.
კლიპის გადაღებები ამ კვირაში განახლდება თბილისსა და უფლისციხეში.
ფოტოებზე, რომლებიც მომღერალმა გადასაღები მოედნიდან გამოაქვეყნა, ის შესანიშნავ ფორმაშია. როგორც ვერიკომ გვითხრა, მის ჩაცმულობაზე დიზაინერმა დავიდ გევოქროვმა იზრუნა. კლიპში მას David’s Road-ის ბრენდის რამდენიმე კოსტიუმი აცვია.
ვერიკო:
წყალტუბოში გადაღებებმა ძალიან სასიამონოდ ჩაიარა. ერთწლიანი პაუზის შემდეგ მონატრებული ვიყავი ამ პროცესს. მთელი გულითა და სულით დავიხარჯე.
შემოქმედებითი ჯგუფიც არაჩვეულებრივი და აჩიკო მეფარიძეც.
კლიპის პრემიერა მაისის ბოლოს შედგება. ვიდეოს რეჟისორი სერიოგა სპილბერგია, ხოლო ფოტოები გადასაღები მოედნიდან გურამ ლომინაძეს ეკუთვნის.