Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi 2-6 მაისს გაიმართება

0
934

თბილისის მერსედეს-ბენცის მოდის კვირეულს სახვითი ხელოვნების მუზეუმი  2-დან 6 მაისის ჩათვლით კიდევ ერთხელ, ამჯერად ბევრად მასშტაბურად უმასპინძლებს.

ღონისძიების მნიშვნელობა ტრადიციულად Mercedes-Benz Fashion Week-ის კონცეფციას ეხმიანება: თანამედროვე მოდის ინდუსტრიისა და სახელოვნებო სცენის ერთდროულ წარმოჩენას. მოდა ბიზნესთან ერთად თანამედროვე ხელოვნების განუყოფელი ნაწილია. მოდის კვირეულზე ჩამოსული უცხოელი სტუმრები ახალი თაობის დიზაინერებთან ერთად ქართულ კულტურასაც ეცნობიან და მსოფლიოს აცნობენ.

ჩვენებები,  ძირითადი ლოკაციის გარდა, გაიმართება განსხვავებულ ადგილებშიც: ვერის პარკის საკალათბურთო დარბაზში, დინამოს სტადიონზე, აეროპორტის ანგარში, ზურაბ წერეთლის მონუმენტთან და საბჭოთა არქიტექტურის სხვა გამორჩეულ ძეგლებთან.

მოდის კვირეულის ფარგლებში 70-ზე მეტი დიზაინერი საკუთარ  კოლექციას მუზეუმში მდებარე საგამოფენო დარბაზებშიც გამოფენს, რომლებიც დროებით მთლიანად კონცეპტუალური ხელოვნების სივრცეებად გარდაიქმნება.

Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის მოდის კვირეულს ასზე მეტი საერთაშორისო სტუმარი დაესწრება. ჩვენი პარტნიორების, მათ შორის სსიპ “აწარმოე საქართველოში” დამსახურებით, თბილისში მსოფლიო მოდის დედაქალაქების ისეთი პრესტიჟული სავაჭრო სახლებიდან, როგორიცაა “Galeries Lafayette “, “Buying office”, “Harvey Nichols”, Net-a-Porter, Printemps Paris, Liberty London, Moda Operandi, Macondo Store, The Gloss, Browns Fashion ბაერების უპრეცედენტო რაოდენობა ჩამოვა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით ცნობილი გამოცემების: Elle, Vogue US, Vogue Italy, Vogue Japan, Vogue Poland, VOGUE Nederland, Vogue Russia, Vogue Czech, Vogue Mexico & Latin America, I-D Magazine, Dazed Magazine, Le Figaro, Conde Nast International, Forbes USA, Marie Claire Turkey, L’Officiel Paris, L’Officiel Turkey, Esquire Turkey, LVMH Group, The Times, Business of Fashion მთავარი რედაქტორები და ჟურნალისტები კვლავ ეწვევიან თბილისს.

Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ს ფარგლებში 5 დღის განმავლობაში გაიმართება ჩვენებები, შოუები, წარმოდგენები, გამოფენები, მასტერკლასები და ცნობილი ბრიტანელი მოდის მენტორის ელისონ ლოუის (Alison Lowe) ვორქშოპი საერთაშორისო გაყიდვებში.

კვირეულის  ერთ-ერთ გამორჩეული პერსონა ლეგენდარული იაპონელი არტისტი და დიზაინერი ჰიროში ფუჯივარაა, რომელიც  თავის გუნდთან და ახალ იდეებთან ერთად მეორედ ეწვევა თბილისის მერსედეს-ბენც მოდის კვირეულს. მსოფლიოში ქუჩის მოდის ერთ-ერთ პიონერად აღიარებული ფუჯივარა ტოკიოში ყველაზე ცნობილი მოდური უბნის ურა-ჰარაჯუკუს სულისჩამდგმელია. დღეს ტოკიოს ყველაზე კონცეპტუალური ქუჩა, არამხოლოდ ტურისტებისთვის საინტერესო ადგილი, არამედ თანამედროვე იაპონიის მოდისა და ხელოვნების ცენტრიცაა. 80-იან წლებში პირველი მოდის სახლის “Good Enough”-ის შექმნამდე ჰიროში ფუჯივარა “Nike”-ის და “Levis”-ის მოდური ხაზის დიზაინერი იყო.

დღეისათვის ქართველი დიზაინერების სამოსი მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში, ყველაზე პოპულარულ გალერეებსა და ბუტიკებში იყიდება. ქართველი დიზაინერების ნამუშევრები მსოფლიო ვარსკვლავებმა მოირგეს და ხშირად მათ სასცენო კოსტიუმებადაც ირჩევენ, მათ რიცხვშია:  Lady Gaga, Bjork, Rihanna, Heidi Klum, Katy Perry,  Beyoncé  Knowles, Winnie Harlow, Olivia Culpo, Isabelle Huppert, Elle Fanning, Gigi Hadid, Paloma Faith, Lord, Kelela, Ashlee Simpson, Kat Graham, Amber Valletta, Jessie J, Kelly Zutrau, Janice Delon, Kristen Noel, Nathalie Kelley, Kelly Rowland, Solange Knowles, Kendall Jenner, Alek Wek, Pamela Anderson, Kourtney Kardashian, Mary J Blige, Angelina Jolie, Bella Hadid, Doutzen Kroes, Elizabeth Sulcer, Tiffany Hsu, Jessica Chastain, Lindsay Lohan,  Isla Fisher, Tiffany Hsu, იორდანიის დედოფალი Rania, Kelsea  Ballerini, Mathilde Ollivier და სხვა.

Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის დიზაინერები  “Pitti Uomo”-ს პრესტიჟულ გამოფენა-გაყიდვაზე მონაწილეობის შემდეგ იაპონიის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ გამოფენაზე “Fashion World Tokio 2019” მიიწვიეს.  ქართველი დიზაინერების ნამუშევრები პარიზის, მილანისა და ლონდონის შოურუმებშიც გამოიფინა.

2019-20 წლების შემოდგომა/ზამთრის კოლექციებს თბილისში 48 ქართველი და უცხოელი დიზაინერი, მათ შორის რამდენიმე პირველად წარმოადგენს. Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ს ფარგლებში უცხოელ მოდის კრიტიკოსებთან და ბაიერებთან დაგეგმილი სამუშაო შეხვედრები ხელს შეუწყობს ახალგაზრდა ქართველ დიზაინერებს დაამყარონ კავშირები მოდის სამყაროში ცნობილ და გავლენიან ფიგურებთან.

24 წელია, რაც Mercedes-Benz მოდის ყველაზე პრესტიჟული ღონისძიებების ჩვენებების პარტნიორად იქცა.  ანალოგიური მოდის კვირეულები ბერლინში,  მილანში, ლონდონში, ნიუ-იორკში, სტამბულში, მოსკოვში და კიდევ სხვა მრავალ ქალაქში ტარდება    ის 50 ქვეყანაში  უწყობს ხელს ახალგაზრდა დიზაინერების აღმოჩენას და აცნობს მათ მსოფლიოს.

მოდის კვირეული განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა, სსიპ “აწარმოე საქართველოში” და ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით გაიმართება.

პროექტის გენერალური პარტნიორები არიან: კომპანია Mastercard და AIR France-სი

პროექტის მედიაპარტნიორები არიან: ტელეკომპანია რუსთავი-2, ონლაინ ჟურნალი   „Hammock Magazine”, ქართულენოვანი ბიზნეს გამოცემა „Forbes Women“ და რადიო „ფორტუნა პლუსი“.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here