ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამა

0
44

2–დან 12 სექტემბრის ჩათვლით მსოფლიო კინო სამყარო თავს იტალიაში, ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე იყრის. ცნობილი ღონისძიება წელს 72-ედ ტარდება. ჟიურის პრეზედენტობის პატივი წელს მექსიკელ რეჟისორს – ალფონსო კუარონს ხვდა წილად. გახნის ფილმად კი ბალთაზარ კორმაკურის ბიოგრაფიული დრამა – “ევერესტი” შეირჩა. ნამუშევარი მსოფლიოს უმაღლეს მწვერვალზე 1996 წელს მომხდარ რეალურ ტრაგედიაზე მოგვითხრობს. უკვე ცნობილია, რიგით რომ 72-ე ფესტივალს, გუან ჰუს დრამა – “Mr. Six” დახურავს.

წელს ვენეციის კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში 21 ფილმი მოხვდა, გამარჯვებულებს კი ჟიური 12 სექტემბერს გამოავლენს. 6 დღის განმავლობაში საერთაშორისო ჟიური შემდეგ ნამუშევრებს შეაფასებს: ამინ ალპერის ”სიგიჟე“ (თურქეთი), ლორი ანდერსონის ”ძაღლის გული“ (აშშ), მარკო ბელოკიოს ”ჩემი სისხლის სისხლი“ (იტალია), სიუ ბრუქსის ”გრეისის ძიებაში“ (ავსტრალია), დრეი დერემუსის ”თანაბარნი“ (აშშ), ტომ ჰუპერის ”დანიელი გოგონები“ (დიდი ბრიტანეთი), ატომ ეგოიანის ”გახსოვდეს“ (კანადა), კერი ფუკუნაგას ”უჯიშო მხეცები“ (აშშ), ჯუზეპე გაუდინოს ”შენ გამო“ (იტალია), ქსავიე ჯანოლის ”მარგარიტა“ (საფრანგეთი), ამოს გიტაის ”რაბინი, უკანასკნელი დღე“ (ისრაელი), ლუკა გუადანინიოს ”დიდი შხეფი“ (იტალია), ოლივერ ერმანუსის ”დაუსრულებელი მდინარე“ (სამხრეთ აფრიკა), ჩარლი კაუფმანისა და დიუკ ჯონსონის ანიმაცია ”ანომალიზა“ (აშშ), პიერო მესინას ”ლოდინი“ (იტალია), ჟაო ლანის დოკუმენტური ”ბეჰემოტი“ (ჩინეთი), ირჟი სკოლიმოვსკის ”11 წუთი“ (პოლონეთი), პაბლო ტრაპერას ”კლანი“ (არგენტინა), ალექსანდრე სოკუროვის ”ფრანკოფონია“ (რუსეთი), კრისტიან ვენსანის ”ყარყუმი“ (საფრანგეთი) და ლორენცო ვიგასის ”გარედან“ (ვენესუელა).

მანამ, სანამ საერთაშორისო ჟიური 6 დღიან კინო ტურნეს მოივლის, ფართო საზოგადეობის ყურადღების ცენტრში ფესტივალის წითელი ხალიჩაა. ვენეციას ფესტივალის ფარგლებში კინო სამყაროს წარმომადგენლები მთელი მსოფლიოდან სტუმრობენ. პირველ დღეს გამოჩნდა წითელ ხალიჩაზე ცნობილი ფრანგი მსახიობი – ჯულიეტ ბინოში. 51 წლის ლამაზმანი ფოტოგრაფების წინაშე არმანის ბრჭყვიალა კაბით გამოცხადდა. მსახიობის მონაწილეობითაც ვენეციის ფესტივალზე ფილმ – “The Wait”-ის პრემიერა შედგება. პიერო მესინას დრამაში ბინოში მარტოხელა დედის როლს ასრულებს, რომელიც თავისი ერთადერთი შვილის საცოლეს იცნობს. წითელ ხალიჩაზე ბინოშთან ერთად მისი პარტნიორი – ლუ დე ლააგე და ფილმის რეჟისორი გამოჩდნენ.

მოგვიანებით გამოცხადდა ფოტოგრაფების წინაშე ჰოლივუდური წყვილი – ჯონი დეპი და ემბერ ჰარდი. ქერა ლამაზმანის მონაწილეობით პროგრამაში ტომ ჰუპერის ბიოგრაფიული დრამა – “The Danish Girl“ მოხვდა. ფილმში ემბერთან ერთად მთავარ როლებს ალისია ვიკანდერი და ედი რედმეინი ასრულებენ. ჰარდმა და ჯონი დეპმა ხალიჩაზე რამდენიმე წუთი დაჰყვეს. სხვათაშორის დეპს წონაში საგრძნობლად აქვს მომატეული. ამბობენ, რომ მსახიობს ახალ ნამუშევარში იღებენ და მისი ვიზუალური ცვლილებაც ამისი ბრალია. ემბერი კი ალექსანდრ მაქქუინის ყვავილებიან კაბაში თვალისმომჭრელად გამოიყურებოდა.

წყვილს მოგვიანებით შეუერთდა “The Danish Gerl“-ის ქასთის ერთ-ერთი წევრი – ედი რედმეინი, რომელიც წითელ ხალიჩაზე მეორე ნახევართან ერთად გამოჩნდა. კოლექტივს ბოლოს ფილმის რეჟისორი – ტომ ჰუპერი შეუერთდათ.

ამავე საღამოს შედგა დრეიქ დორემუსის დრამის – “Equals“ პრემიერა. ჰოლივუდირი გაგებით ფილმი ნამდვილად ვარსკვლავურია. ნამუშევარში მთავარ როლებს ნიკოლას ჰალტი, კრისტენ სტიუარტი, ბელ პოული, გაი პირსი და სხვა ვარსკვლავები ასრულებენ. საკონკურსო პროგრამის პირველ დღეს ვენეციის ფესტივალის წითელ ხალიჩაზე ფილმის მთავარი გმირები – ნიკოლას ჰალტი და კრისტენ სტიუარტი ერთად გამოცხადდნენ. მსახიობებს მოგვიანებით დრეიკ დორემუსი მეუღლესთან ერთად შეუერთდათ.

ზემოთჩამოთვლილი სამი ნამუშევრის პრემიერები ვენეციის ფესტივალის პირველ საკონკურსო დღეს შედგა. 12 სექტემბრამდე საერთაშორისო ჟიური კიდევ 18 ნამუშევარს შეაფასებს. რიგით 72-ე ფესტივალის გამარჯვებულებს კი 12 რიცხვში, დაჯილდოვების საზეიმო ცერემონიალზე გამოავლენენ.

[jwplayer mediaid=”2518″]
[jwplayer mediaid=”2520″]
[jwplayer mediaid=”2519″]