ვარსკვლავები “სითი პარკის” წინააღმდეგ

0
29

“სითი პარკის” საქმიანობა არაერთხელ გამხდარა სკანდალის მიზეზი და მათ მიერ დაზარალებული არაერთი ადამიანიც გვინახავს. ამჯერად ზემოთხსენებულ კომპანიას ნინი ბადურაშვილი სოციალურ ქსელში უძღვნის სტატუსს.

“იცოდით თუ არა რომ ცითი პარკის ჯარიმის არ ჩაბარების შემთხვევაში მაგალითად თუ მოვიდნენ და ოჯახის წევრმა უარი განაცხადა ჯარიმის ჩაბარებაზე შენს მაგივრად მაინც ჩაბარებად ითვლება და 10 ლარიანი ჯარიმა აგდით 150 ლარზე! თან იმ მისამართზე აღარ ვცხოვრობ და არც ის მანქანა აღარ მყავს დიდი ხანია ესენი კი დაჟინებულად მოდიან ჯარიმებით ! კიბატონო ვიხდი, მაგრამ ის ჯარიმა რომელიც არ ჩაიბარეს თურმე ავიდა 300 ლარზე ისე რომ მე არაფერი არ ვიცოდი და არც გააფრთხილეს რომ ჩემთვის გადმოეცათ! კანონი კოფილა ასეთი…) ჩვენ ტუ არ გვითხრეს კანონების სესახებ საიდან უნდა ვიცოდეთ მაგალითად ეს კანონი, რომ თუ სახლში არ ხარ და არც იქ ცხოვრობ მაგრამ რომელიმე ოჯახის წევრმა უარი განაცხადა ჯარიმის ჩაბარებაზე მაინც ჩაბარებად ითვლება და არ გადახდის შემთხევაში 10 ლარიანი ჯარიმა აგდის 150 ლარზე! მაინტერესებს მე ვალდებული ვარ კანონები ვიცოდე თუ აწყობთ რომ არ ვიცოდეთ რაც შეიძლება მეტი ფული რომ შეუვიდეთ?!!!” – წერს მომღერალი

ნინი ერთადერთი ცნობილი სახე არ გახლავთ, რომელიც კომპანიის წინააღმდეგ საჯაროდ საუბრობს…

“თქვენც დაგადეს ყადაღა ათლარიანი “სითი-პარკის“ გამო თუ მე ვარ პირველი? ვფიქრობ, ახლავე გადავხტე თუ პირდაპირ დავიშინო იარაღი, რა ვქნა მირჩიეთ” – მსგავსი შინაარსის პოსტი ნათია დუმბაძემ ჯერ კიდევ მიმდინარე წლის აინვარში გამოაქვეყნა.

რამდენიმე წლის წინ კომპანიის საქმიანობით უკმაყოფილო იყო ქრისტინა იმედაძეც – “სახლთან, სადაც ვცხოვრობ, სულ 10 მანქანისთვის რომ არის პარკინგი და 5 “კორპუსის” მაცხოვრებლები იმ “შემოხაზულში” რომ ვერ ვკეცავთ მანქანებს… ყოველდღე და დილა-საღამოს სითი პარკის ჯარიმა ნორმალურია?”

“city park-ის ჯარიმები, აი ის მანქანაში გარჭობილი რომ გვხვდება, არგადახდის შემთხვევაში იბარტყებს?” – წერს ხატია სიჭინავა ფეისბუქის გვერდზე. პოსტს მისი ფეისბუქ-მეგობარი გამოეხმაურა – “ჩემმა იბარტყა და 160 მაქვს გადასახდელი ))) ოღონდ სახლში უნდა მოგიტანონ, მერე 1 თვე გაქვს ვადა და მერე ეწერება 150 )) მე ჩავიბარე და დამავიწყდა გადახდა )))”. “შემდეგში წარწერას დავუტოვებ ზედ : ტყუილად ნუ ხარჯავთ მაკულატურას” – წერს სიჭინავა…

ცნობილი ადამიანების კარდა, “სითის პარკის” მისამართით სოციალური ქსელის მომხმარებლები ხშირად წერენ არასწორად დაწერილი ჯარიმებისა თუ კომპანიის მიერ დაზიანებული მანქანების შესახებ…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here