ბოლო დროს ბიზნესში არაერთი ცნობილი ადამიანი წავიდა, მათ რიგებს ვახო ბიჭიკაშვილი და ნიკა არაბიძეც შეუერთდნენ. იუმორისტებმა საკუთარი კომპანია “მოტორინო პიცა“ შექმნეს, რომელიც ხალხს უგემრიელეს პიცას სთავაზობს.
ამის შესახებ, სოციალურ ქსელში თავად ვახო ბიჭიკაშვილმა დაწერა. რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა და იუმორისტებს დიდ ბიზნესში გზა დაულოცეს.