Top Kids – ირინა ბაირამაშვილის სტუდიის კონცერტი “მუზაში”

0
1553

ყველასთვის საყვარელმა მომღერალმა – ირინა ბაირამაშვილმა რამდენიმე წლის წინ სტუდია – Sit Voice გახსნა საგარეჯოში. სტუდიაში მისულ ბავშვებს ძალიან თბილი გარემო ხვდებათ. სტუდიის ხელმძღვანელი ირინა, ხოლო მასწავლებელი – თეა ხატიაშვილია. რამდენიმე დღის წინ საკონცერტო დარბაზ „მუზაში“ სტუდიის ბავშვებს კონცერტი ჰქონდათ, რომელიც თვითონ ირინა ბაირამაშვილს მიჰყავდა. კონცერტში 25 ბავშვი მონაწილეობდა. რაც შეეხება, ასაკს 3-დან 20 წლამდე გოგო-ბიჭები იყვნენ. 26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, სწორედ ამ საღამოთი მიულოცეს ბავშვემა საზოგადოებას. ასევე ყველასთვის საყვარელმა მომღერლებმა – თიკა ჯამბურიამ და ლევან გვაზავამ გაახარეს ბავშვები, მიულოცეს ეს მნიშვნელოვანი დღე და მათ უფრო დიდი წარმატებები უსურვეს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here